წესები და პირობები
Keta avatar
Written by Keta
Updated over a week ago

წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - წესები) არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი პლატფორმის მოხმარებასა და ურთიერთობას იმ იურიდიულ პირს შორის, რომელიც უზრუნველყოფს Setanta Sports-ის (შემდგომში - Setanta Sports ან ჩვენ) სერვისს თქვენთვის - Eurasian Broadcasting Enterprise Limited კომპანიის რეგისტრაციის N7801244, და თქვენ შორის (შემდგომში - მომხმარებელი ან თქვენ).

1.2. ჩვენი სერვისის შეძენით, ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი მიზნით რეგისტრაციით, ან ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი სახით შესვლით, წვდომით ან გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და მათი გამოყენების პირობებს. შესაბამისად, თუ კი არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, თქვენ არ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა ან/და გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა ან შეიძინოთ მასზე განთავსებული სერვისები.

1.3. ჩვენი პლატფორმის გამოყენებისთვის თქვენ უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლისა. შესაბამისად, ჩვენი პლატფორმის გამოყენებით, რაც გულისხმობს წინამდებარე წესებზე დათანხმებას, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის ან/და აკმაყოფილებთ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედუნარიანობის ასაკს.

1.4. წინამდებარე წესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს/განახლდეს Setanta Sports-ის მიერ, შესაბამისად, გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ ისინი. Setanta Sports აღნიშნული ცვლილებების/განახლების თაობაზე გაუზიარებს მომხმარებელს ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით ადრე.

2. რეგისტრაცია და ანგარიში

2.1. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს პლატფორმაზე ანგარიშის რეგისტრაციის ფორმის შევსებითა და მოთხოვნის გაგზავნით.

2.2. ერთსა და იმავე პირს არ შეიძლება ჰქონდეს ერთ ანგარიშზე მეტი.

2.3. ერთსა და იმავე მომხმარებელს სერვისზე წვდომა შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოწყობილობიდან. მომხმარებელს არ შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს სერვისით რამდენიმე მოწყობილობიდან.

2.4. დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში, თუ კი მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების თაობაზე.

2.5. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სხვა პირის ანგარიში პლატფორმაზე შესასვლელად.

2.6. რეგისტრაციის პროცესში თქვენ მოგეთხოვებათ აირჩიოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თქვენი პაროლი კონფიდენციალური უნდა იყოს.

3. სერვისები

3.1. ჩვენი სერვისები წარმოადგენს - ციფრულ გამოწერით სერვისს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. სერვისები ითვალისწინებს წვდომას ვიდეოების ვრცელ ბიბლიოთეკაზე და LIVE ტრანსლაციების ფართო სპექტრზე. სერვისებზე წვდომა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

3.1.1. ერთჯერადი შეძენა

3.1.1.1. ერთჯერადი შეძენის სერვისი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, თუ სერვისის აქტივაცია ხორციელდება საბანკო ბარათის მონაცემების გარეშე, ელექტრონული ჩარიცხვის აპარატის, პრომოკოდის ან სხვა ტექნიკური გადაწყვეტის მეშვეობით. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით ერთჯერადი შეძენის სერვისის მიღებისთვის მომხმარებელი TBC-PAY-ის ელექტრონული ჩარიცხვის აპარატზე ირჩევს მისთვის სასურველი ვადის გამოწერის პრომო-კოდს, იხდის შესაბამის თანხას და ჩვენს პლატფორმაზე ააქტიურებს სერვისს „აქტივაცია ბარათის გარეშე“ (შესაძლოა პლატფორმაზე წვდომის ცალკეული საშუალებებისთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი არ იყოს). აღნიშნული სერვისი არ გულისხმობს შესაბამისი ვადის ამოწურვისას მის ავტომატურ გაგრძელებას.

3.1.2. გამოწერა

3.1.2.1. გამოწერის სერვისი ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. გამოწერის სერვისის სარგებლობისთვის მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ვადის (ვადა არ უნდა ემთხვეოდეს უკვე არსებულ გამოწერას) გამოწერა და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებით დაადასტუროს შესაბამისი თანხის გადახდა. აღნიშნული სერვისი არის ავტომატურად გაგრძელებადი და არ უქმდება, მანამ მომხმარებელი არ გააუქმებს მას. თუ მომხმარებელი თანხის გადახდის თარიღისთვის ანგარიშზე არ იქონიებს გამოწერის განახლებისთვის საკმარის თანხას, გამოწერა გაუქმდება ავტომატურად გამოწერის განახლების თარიღიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღეში (საშეღავათო პერიოდი).

3.1.2.2. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ზუსტდება, რომ გამოწერის გაუქმებას უკუქცევითი ძალა არ აქვს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს გამოწერის გაუქმების თარიღამდე არსებული მიმდინარე გამოწერის (მაგ: თვის, წლის) საფასური სრულად.

3.1.3. VOD-ზე წვდომა

3.1.3.1. VOD-ზე წვდომის სერვისი გულისხმობს უფასო წვდომას ჩვენ მიერ შერჩეულ შეზღუდული რაოდენობის VOD-ზე, რომელიც შესაძლებელია პერიოდულად შეიცვალოს/განახლდეს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ასაკობრივ შეზღუდვას, ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციის მიუხედავად.

3.2. სერვისზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ქვეყნებიდან (გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა): აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ურქმენეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ლიეტუვას რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ესტონეთი, ბელორუსიის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, უკრაინა, და საქართველო. იმ შემთხვევაში, თუ Setanta Sprots-ის სერვისების მიწოდება ვერ ხდება საომარი მდგომარეობის, სამოქალაქო არეულობის ან ასევე სამართლებრივი აქტით დადგენილი აკრძალვის/შეზღუდვის გამო ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების ცალკეულ რეგიონებში, Setanta Sprots-ს არ ეკისრება რამე სახის პასუხისმგებლობა.

3.3. აკრძალული წვდომა

3.3.1. VPN-ით ან მსგავსი ტექნოლოგიის წვდომით სერვისის მიღება არ არის ნებადართული მომხმარებლებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება VPN-ით ან მსგავსი ტექნოლოგიით სარგებლობის ფაქტი სერვისის მიღების მიზნით, Setanta Sports უფლებამოსილია გათიშოს მსგავსი სახის წვდომა დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში, საჭირო ზომების გამოყენებით. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ზუსტდება, რომ მიუხედავად აქტიური გამოწერისა, მომხმარებელს არ დაუბრუნდება გამოწერის აქტივაციისთვის გადახდილი საფასური.

4. ინტელექტუალური საკუთრება

4.1. ჩვენს პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონტენტი და თავად სერვისები წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომლებიც დაცულია ინგლისისა და უელსის კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით. ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი გამოყენება (მომსახურების ვიზუალური ელემენტების, სიმბოლოების, ტექსტების, გრაფიკის, ილუსტრაციების, ფოტოების, ვიდეოების, პროგრამების, მუსიკისა და სხვა ობიექტების ჩათვლით) ჩვენი ან მათი კანონიერი მესაკუთრის ნებართვის გარეშე არის უკანონო და შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და / ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა სამართალდამრღვევების/დამნაშავეების მიმართ ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2. დაუშვებელია ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების რომელიმე ნაწილის კოპირება (რეპროდუცირება), დამუშავება, განაწილება, გამოქვეყნება, ატვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან/და სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება.

4.3. ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტზე წვდომას Setanta Sports უზრუნველყოფს მხოლოდ მომხმარებლების მიერ პირადი, არაკომერციული გაცნობის მიზნით.

4.4. Setanta Sports-ს უფლება აქვს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე წაშალოს ან განათავსოს პლატფორმაზე ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ნაწილი.

4.5. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სერვისის კონტენტი განსხვავებულია და მასზე წვდომა შეზღუდულია შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიით. მომხმარებელი ასევე, აღიარებს და ეთანხმება, რომ Setanta sports დამოუკიდებლად ახორციელებს სერვისის კონტენტის დაგეგმვას საკუთარი შეხედულებისამებრ და კონტენტის ჩვენების ხარისხი და კონტენტის ყურების დაწყების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან მოწყობილობამდე და შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, როგორიცაა მომხმარებლის ადგილმდებარეობა, ინტერნეტ კავშირის საშუალებით ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობა და/ან სიჩქარე. კონტენტის ჩვენების ხარისხი და ხელმისაწვდომობა ასევე დამოკიდებულია მომხმარებლის ინტერნეტ სერვისისა და მოწყობილობის შესაძლებლობებზე.

5. სერვისის ღირებულება და გადახდის საშუალებები

5.1. სერვისის ღირებულება მითითებულია იმ სერვისის გვერდზე, რომლის შეძენაც სურს მომხმარებელს. სერვისების ღირებულება და გადახდის წესი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

5.2. მომხმარებელი შესაბამისი სერვისისთვის ღირებულების გადახდით ავტომატურად ეთანხმება აღნიშნული სერვისის ღირებუბლებას. მომხმარებლების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სერვისებისთვის გადახდილი ყველა თანხა მოიცავს გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე სერვისის წვდომა გარკვეული პერიოდით, შესაძლებელია, იყოს უფასო, თუ ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა ამას უშვებს.

5.3. მომხმარებლის მიერ გამოწერის სერვისის შეძენისას მომხმარებელი უფლებას აძლევს Setanta Sports-ს ჩამოაჭრას მას გამოწერის ღირებულების თანხა შესაბამის გადახდის დღეს მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს სერვისს წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ გამოწერის ღირებულების თანხა შესაძლოა ჩამოიჭრას იმ წესით, რაც განკუთვნილია გამოწერის სერვისისთვის, რომელიც შერჩეული იქნება მომხმარებლის მიერ გამოწერის სერვისის შეძენის დროს. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ გადახდის მეთოდები შესაძლოა განაახლოს "ანგარიშის" გვერდზე გადასვლით და უფლებას აძლევს Setanta Sports-ს გააგრძელოს გადახდის მოქმედი მეთოდი(ებ)ით თანხის ჩამოჭრა.

მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ გამოწერის სერვისი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ავტომატურად გაგრძელებადია და შესაძლებელია გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს. ამასთან, გამოწერის გადახდილი ვადის ამოწურვამდე, მომხმარებლის მიერ მისი გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოიყენოს სერვისი, მის მიერ გადახდილი ვადის ამოწურვამდე.

გამოწერის სერვისის ღირებულების თანხის ჩამოჭრა მომდევნო თვისთვის (ან ნებისმიერი სხვა პერიოდისთვის, რომელიც განსაზღვრულია გამოწერის სერვისის პირველადი შეძენისას) Setanta Sports-ის მიერ განხორციელდება მომდევნო გადახდის (შესაბამისი პერიოდის მიხედვით) დღეს იმ საათზე, როდესაც მოხდა პირველი გამოწერის შეძენა.

5.4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პირად ანგარიშზე/საბანკო ბარათზე გამოწერის სერვისის გადახდის დღისთვის არასაკმარისი თანხა აღმოჩნდება, მომხმარებელი გადადის ე.წ. „საშეღავათო პერიოდში“, რომლის განმავლობაშიც ის შეძლებს სერვისით სარგებლობას. ამასთან, სერვისის ღირებულება ახალი პერიოდისთვის ჩამოიჭრება პირადი ანგარიშიდან/საბანკო ბარათიდან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამ პერიოდის განმავლობაში ანგარიშის ან გამოწერის გაუქმებისა მომხმარებლის მიერ.

5.5. რეგისტრაციის ფორმის შევსებისას მომხმარებელი ადასტურებს და სრულად ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების პირობებს; ასევე ეთანხმება, რომ სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ 3.2. მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების ტერიტორიაზე, 3.1.1. და 4.5. მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით და ეთანხმება, რომ Setanta Sports-ს უფლება აქვს წაშალოს პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის ნებისმიერი ნაწილი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. სერვისის ღირებულების გადახდამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს სერვისის პირობებს. სერვისის ღირებულების გადახდით მომხმარებელი ავტომატურად ადასტურებს სერვისის კონტენტსა და პირობებს.

5.6. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებელი და შეუზღუდოს წვდომა ანგარიშზე ან/და სერვისზე (მათ შორის, ფასიანზე). აქვე ზუსტდება, რომ გადახდილი გამოწერის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ კი მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს ან თუ Setanta Sports მიიჩნევს, რომ მომხმარებლის ქმედებები არის თაღლითური და მიმართულია სერვისებისა ან Setanta Sports-ის რეპუტაციის შელახვისკენ. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით ზუსტდება, რომ თუ კი მომხმარებლის ქმედებები წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ხასიათისაა, Setanta Sports-ს უფლება აქვს შეუზღუდოს მომხმარებელს იმ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააქტიურებულ ანგარიშზე წვდომა უვადოდ, რომლითაც აქვს გააქტიურებული მიმდინარე აქტიური გამოწერა.

5.7. სერვისების ღირებულების გადახდა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:

  • საბანკო ბარათით (VISA, Mastercard, Amex, JCB, Discover, Diners Club; Uzcard; Humocard);

  • TBC-PAY-ის ელექტრონული ჩარიცხვის აპარატით საქართველოს ტერიტორიაზე.

  • In APP purchase ანდროიდზე და IOS-ზე.

5.8. Setanta Sports-ის მომსახურების საფასურის განსაზღვრის პოლიტიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს საცდელი უფასო პერიოდით გამოწერის სერვისის შეძენისას.

5.9. მომხმარებელს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ფასდაკლებით პრომო კოდის გამოყენებით.

5.10. Setanta Sports არ არის პასუხიმგებელი გადახდის შეყოვნებაზე მესამე პირების მიზეზით.

5.11. Setanta Sports იტოვებს უფლებას, შეცვალოს სერვისის ღირებულება ნებისმიერ დროს. გამოწერის სერვისით მოსარგებლე მომხმარებელი გაფრთხილებული იქნება შესაბამისი პერიოდის ამოწურვამდე ან/და შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით.

5.12. სერვისის გადახდით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი მოწყობილობა შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც შესაძლებელია მომავალში განახლდეს:

  • Desktop and mobile web

  • iOS 11.2 ან უფრო ახალი ვერსია.

  • Android OS 4.4 ან უფრო ახალი ვერსია.

  • Android TV აპლიკაციის 5.0 ან უფრო ახალი ვერსია

  • Samsung TV აპლიკაციის 3.0 ან უფრო ახალი ვერსია

  • LG TV აპლიკაციის 3.0 ან უფრო ახალი ვერსია

(„პლატფორმაზე წვდომის საშუალებები“).

5.13. ანაზღაურების პირობები:

5.13.1. თუ მომხმარებელმა სერვისის შეძენისას, ვერ მიიღო წვდომა სერვისზე, მან უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში 3 კალენდარული დღის ვადაში. თუ კი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეფერხება მოხდა Setanta Sports-ის ბრალეულობით, თანხა სრულად დაბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.

5.13.2. თუ მომხმარებელს შეცდომით ჩამოეჭრა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მის მიერ შეძენილი სერვისის ღირებულებაა, მან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში. მოკვლევის შემდეგ თანხა სრულად დაბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.

5.13.3. თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოკვლევის ვადა შეადგენს მომხმარებლის მომართვიდან 10 სამუშაო დღეს.

5.14. მომხმარებელი თანახმაა, საკომისიო თანხის გადახდაზე მესამე პირებისთვის, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სერვისის ღირებულების გადახდა. თითოეული მეთოდით გადახდის საკომისიო თანხის ოდენობა (ასეთის არსებობისას) განისაზღვრება ყოველი გადახდისას, მესამე პირების მიერ.

5.15. მოხმარებელი ადასტურებს და თანახმაა, რომ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სერვისები მიუწვდომელია იმ მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებენ არაოფიციალურ, არალიცენზირებულ და დაჰაკულ პროგრამულ აპლიკაციებს, საოპერაციო სისტემებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს.

მომხმარებლის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დაბრუნებაზე Setanta Sports-ს არ ეკისრება ვალდებულება/პასუხისმგებლობა.

5.16. Setanta Sports აცხადებს, რომ სერვისის ღირებულების გადახდა შეუძლებელია სხვადასხვა მეთოდით ერთდროულად.

5.17. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პროვაიდერი არ უზიარებს Setanta Sports-ს, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და ასეთმა მომხმარებელმა შეიძინა Setanta Sports-ის გამოწერა 3.1.2. მუხლის დარღვევით, შესაბამისი პროვაიდერისათვის გადახდილი თანხის დაბრუნებაზე Setanta Sports არ ეკისრება რაიმე სახის ვალდებულება ან/და პასუხისმგებლობა. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ზუსტდება, რომ პლატფორმიდან გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მომხმარებელმა დამოუკიდებლად უნდა მიმართოს იმ გადახდის პროვაიდერს, რომელიც გამოიყენა მომსახურების აქტივაციისთვის.

6. სერვისის გაუქმება და ანგარიშის წაშლა

6.13. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს ანგარიში დამატებითი საფასურის გარეშე. ანგარიშის წაშლის შემდეგ, იგი სამუდამოდ იშლება და ვეღარ გააქტიურდება თავიდან. ახალი ანგარიშის გამოსაყენებლად მომხმარებელმა უნდა დაიწყოს რეგისტრაციის ახალი პროცესი. ანგარიშის წასაშლელად მომხმარებელმა უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში ან თავად წაშალოს ანგარიში Setanta Sports-ის აპლიკაციიდან, თუ ეს შესაძლებელია შესაბამის მოწყობილობაზე.

6.14. მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს სერვისები ნებირმიერ დროს სერვისის მოქმედების ვადის განმავლობაში, ხოლო საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სერვისის გაუქმებისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში.

6.15. მომხმარებელის მიერ სერვისების აქტივაციის შემდგომ სერვისების გაუქმების შემთხვევაში გამოწერის საფასური არ ბრუნდება გარდა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.16. გაუქმებული სერვისების გადახდები რეგულირდება წინამდებარე შეთანხმების 5.2 მუხლით.

7. მხარეთა უფლება-მოვალეობები

7.13. Setanta Sports-ს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს, განათავსოს, შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი კონტენტი მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

7.14. Setanta Sports-ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პარტნიორი კომპანიების სერვისების მიწოდება .

7.15. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაადგინოს ნებისმიერი ლიმიტი და შეზღუდვები სერვისებით სარგებლობაზე, თუ ეს გამომდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობიდან.

7.16. Setanta Sports-ს უფლება აქვს მომხმარებელს გაუგზავნოს შეტყობინებები, სარეკლამო შეტყობინებებ და სხვა ინფორმაცია სერვისების შესახებ მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მობილური ტელეფონის ნომერსა თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე; .მომხმარებელი ადასტურებს და თანახმაა, რომ როდესაც იყენებს Setanta Sports სერვისს ან გვიგზავნის ელექტრონულ წერილს იგი, ჩვენთან კომუნიკაციას აწარმოებს ელექტრონულად. Setanta Sports დაგიკავშირდებათ ელექტრონულად სხვადასხვა გზით, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ტექსტური შეტყობინებით, ან/და პლატფორმის შიგნით შეტყობინებებით. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელსაც Setanta Sports მიაწვდის აღნიშნული გზით, აკმაყოფილებს წერილობით მოთხოვნას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა კონკრეტულად არ მოითხოვს კომუნიკაციის განსხვავებულ ფორმას.

7.17. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაადგინოს ასაკობრივი შეზღუდვები შესაბამისი კონტენტის ან სერვისებისთვის; მომხმარებელი, რომელიც გამოიყენებს სერვისებს, ვალდებულია, რომ დააკმაყოფილოს ასაკობრივი შეზღუდვა შესაბამისი კონტენტის ან სერვისებისთვის;

7.18. Setanta Sports-ს უფლება აქვს განათავსოს ან გამოაქვეყნოს ნებისმიერი რეკლამა და სხვა ინფორმაცია პლატფორმის ნებისმიერ ადგილზე, შეაჩეროს ტრანსლაცია რეკლამის საშუალებით.

7.19. Setanta Sports-ს უფლება აქვს დროებით (24 საათის ვადით) შეუზღუდოს მომხმარებელს წვდომა ონლაინ მიმოწერაზე, თუ კი ის სცდება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ან შეიცავს 7.15. მუხლით განსაზღვრულ ნიშნებს.

7.20. Setanta Sports-ს არ აქვს უფლება:

7.8.1. განათავსოს ფაილები / კონტენტი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს სპამი;

7.8.2. აღწეროს ან ხელი შეუწყოს დანაშაულებრივ საქმიანობას, განათავსოს ინსტრუქციები ან მითითებები დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის;

7.8.3. განათავსოს ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;

7.8.4. დააწესოს ცენზურა მომხმარებლების შეფასებებსა და კომენტარებზე.

7.9. მომხმარებელი ვალდებულებია, გამოიყენოს სერვისები მხოლოდ პირადი (არაკომერციული) და კანონიერი მიზნებისთვის, შეასრულოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები, აგრეთვე არ შელახოს Setanta Sports-ისა და საავტორო უფლებების მესაკუთრეთა/მფლობელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომელთა კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნაწილები განთავსებულია პლატფორმაზე.

7.10. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენოს სერვისები და პლატფორმა რეკლამირებისთვის ან სხვაგვარად არ შეუწყოს ხელი ნებისმიერი საქონლისა და/ან მომსახურების გაყიდვას პლატფორმის გამოყენებით.

7.11. მომხმარებელს არ აქვს უფლება სერვისების ან მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის რეპროდუცირების, გამეორების, კოპირების, გაყიდვის, გადაყიდვის და ასევე ნებისმიერი სხვა კომერციული მიზნით გამოყენების Setanta Sports–ის და/ან პლატფორმაზე.

7.12. მომხმარებელი ვალდებულია Setanta Sports–ს მიაწოდოს ზუსტი და სწორი პერსონალური ინფორმაცია პლატფორმაზე რესგიტრაციისას და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.

7.13. მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს Setanta Sports-ს მისი ანგარიშით სერვისებზე წვდომის შესახებ მესამე პირების მიერ. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს, დაუთმოს, გაყიდოს ან სარგებლობაში გადასცეს თავისი ანგარიში მესამე პირებს.პლატფორმაზე ავტორიზაცია და მისით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თქვენ არ შეგიძლიათ მესამე პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მომხმარებლის სახელს ან/და პაროლს გაუზიარებთ ნებისმიერ მესამე პირს, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ ადასტურებთ რომ იაზრებთ ყოველგვარ სამართლებრივ შედეგს, მათ შორის, თაღლითობის რისკებს, რაც თან ახლავს თქვენი პირადი ინფორმაციის (მათ შორის: მომხმარებლის სახელის, პაროლის, საბანკო ანგარიშის) მესამე პირისთვის გაზიარებას.

7.14. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ სცადოს ან განახორციელოს პლატფორმისა და მასზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ტექნიკური საშუალებების გათიშვა ან სხვაგვარად მათში ჩარევა, რომლებიც ზღუდავენ განთავსებული ინფორმაციისა და/ან ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას.

7.15. სერვისების გამოყენებისას მომხმარებელს ეკრძალება ისეთი ინფორმაციის ატვირთვა, შენახვა, გამოქვეყნება, გავრცელება და წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის, Setanta Sports-თან კომუნიკაციისას, რომელიც:

  • შეიცავს მუქარას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, შელახავს პატივს, ღირსებასა ან საქმიან რეპუტაციას, ან არღვევს სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;

  • არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს;

  • არის ვულგარული ან უხამსი, შეიცავს უცენზურო ენას, შეიცავს პორნოგრაფიულ სურათებს და ტექსტებს ან სექსუალური ხასიათის სცენებს;

  • შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს, ან ცხოველებისადმი არაადამიანურ მოპყრობას.

  • შეიცავს სუიციდის განხორციელების გზებსა და საშუალებებს, ნებისმიერი სახის წაქეზებას სუიციდისკენ.

  • პროპაგანდას უწევს ან / და ხელს უწყობს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას, ხელს უწყობს ფაშიზმს ან რასობრივი უპირატესობის იდეოლოგიას;

  • შეიცავს ექსტრემისტულ მასალებს;

  • ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას ან შეიცავს რჩევებს, მითითებებს ან ინსტრუქციებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის;

  • შეიცავს ინფორმაციას, რომელზე წვდომაც შეზღუდულია, მათ შორის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, მესამე პირის პირადი ცხოვრების შესახებ;

  • შეიცავს რეკლამას;

  • არის თაღლითური შინაარსის;

  • წარმოადგენს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელსაც არ აქვს მიცემული მომხმარებლისთვის გამოყენების ნებართვა;

  • არღვევს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა სხვა უფლებებსა და ინტერესებს ან შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოხმარებელი თანახმაა, Setanta Sports-მა გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის. წინამდებარე წესებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ინფორმირებულია პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესახებ, ასევე, მისი უფლების შესახებ, უარი თქვას და უკან გაითხოვოს თავისი თანხმობა პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, Setanta Sports-ის სერვისები შეწყდება.

მომხმარებელი ასევე თანახმაა, კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნით, მისი პერსონალური მონაცემები გადაეცეს იმ ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყნებს, რომელშიც მომხმარებელმა თავდაპირველად მიაწოდა მონაცემები კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით.

9. ზიანის/დანაკარგის ანაზღაურება

მომხმარებელი თანახმაა, აანაზღაუროს Setanta Sports-ის და მისი შვილობილი კომპანიების, ფილიალების, ლიცენზიარების, პარტნიორების, მიმწოდებლების და ასევე მათი შესაბამისი მეწილეების, თანამდებობის პირების, დირექტორების, აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტების, ალიანსის წევრების, თანამშრომლებისა და წარმომადგენლების მიმართ - არსებული დანაკარგები, გამოწვეული სასამართლო სარჩელებისგან, განხილვებისგან, არბიტრაჟისგან, ვალდებულებებისგან, ზიანისგან, ჰონორარისგან, საურავისგან, სასამართლოს გადაწყვეტილებებისგან, ხარჯებისგან და მოთხოვნებისგან, ადვოკატის ხარჯებისგან, ნებისმიერი მოთხოვნისგან თუ პრეტენზიისგან, რომელიც წარმოდგენილია მესამე პირების მიერ და რაც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან თუ მასალასთან, რომელიც თქვენ წარმოუდგინეთ Setanta Sports-ს, დაკავშირებულია სერვისების გამოყენებასა თუ წვდომასთან თქვენ მიერ, ან თქვენთან აფილირებული პირების, მეწილეების, თანამდებობის პირების, დირექტორების, აგენტების, ლიცენზიარების მიმწოდებლების, კლიენტების, ალიანსის წევრების, პარტნიორების, დამსაქმებლების, თანამშრომლებისა და წარმომადგენლების მიერ (მათ შორის, დამსაქმებლის სახელით მოქმედი პირისა და მესამე პირის მიერ), ასევე თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევისა ან სხვა ნებისმიერი სახის დარღვევის გამო მესამე პირების მიმართ.

10. პასუხისმგებლობა და განცხადებები

10.1.თქვენ იღებთ ზესრულ პასუხისმგებლობას ყველა ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება პლატფორმაზე არსებული თქვენი პაროლის, მომხმარებლის სახელისა და ანგარიშის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ეს ქმედებები თქვენი თუ მესამე პირების მიერ.

10.2.თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგენლობას ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელსაც ტვირთავთ, ასახავთ, აქვეყნებთ ან სხვაგვარად აწვდით Setanta Sports-ის სერვისების მეშვეობით.

10.3.სერვისის მიწოდება ხორციელდება „როგორც არის“ („As Is”) საწყისზე, ნებისმიერი გარანტიის, პირობების ან სხვა ვალდებულების გარეშე. Setanta Sports არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ქმედებებზე ან მესამე პირების კონტენტის, საიტისა თუ სხვა რესურსის ხელმისაწვდომობაზე; ასევე Setanta Sports არ იწონებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამგვარ გვერდებზე განთავსებულ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომ ნებისმიერ კონტენტზე, რეკლამაზე, პროდუქტზე და სხვა მასალებზე. Setanta Sports არ იღებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ფაქტობრივ თუ სავარაუდო ზიანსა თუ მიუღებელ შემოსავალზე, რომლებიც გამოწვეულია ამგვარი გვერდისა თუ მასზე განთავსებული კონტენტის გამოყენებით.

10.4.იმდენად, რამდენადაც ეს კანონითაა გათვალისწინებული, Setanta Sports არ აგებს პასუხს პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი მიყენებული ზიანისთვის (მათ შორის, ბიზნესის, შემოსავლის, მოგების დაკარგვა, ბიზნესის რეპუტაციის შელახვა, ბიზნესის გამოყენების, მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა ეკონომიკური სარგებლის დაკარგვა), რომელიც წარმოიშვა ან უკავშირდება Setanta Sports-ის სერვისებს, მაშინაც კი, თუ ამგვარი ზარალის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ ცნობილი ან გონივრულად განჭვრეტადი იყო, მიუხედავად იმისა, წარმოიშვა ეს ზიანი ხელშეკრულების დარღვევისა თუ დელიქტის შედეგად (დაუდევრობის ჩათვლით), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ზიანით, რაც გამოწვეულია: (ა) Setanta Sports-ის სერვისების გამოყენებითა ან გამოუყენებლობით; (ბ) მომსახურების შესყიდვის შედეგად განხორციელებული გადახდით, რომელიც წარმოიშობა ინფორმაციის ან მომსახურების ნებისმიერი შესყიდვის ან მიღების შედეგად, ან მიღებული შეტყობინებებით ან გარიგებით, რომელიც დადებულია Setanta Sports-ის სერვისების მეშვეობით ან მისგან გამომდინარე; გ) ნებისმიერი მესამე მხარის განცხადებით ან ქმედებით, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაუწყებლობის ან კონტენტის უნებართვო წვდომით ან შეცვლით, მუქარის ან დანაშაულებრივი ქმედებით და ყალბი ან თაღლითური გარიგებით; (დ) გარდაცვალებითა ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებით.

11. სხვა დებულებები

11.1.წინამდებარე შეთანხმება და ურთიერთობა Setanta Sports-სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით, რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ ინგლისისა და უელსის სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქცია გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებასთან ან სერვისებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში.

11.2.თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მუხლი ბათილია ან აღუსრულებელია, ეს არ იწვევს მთელი შეთანხმების ბათილობას ან არ გამორიცხავს ხელშეკრულების სხვა ნაწილის აღსრულებადობას.

11.3.წინადებარე შეთანხმება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით და ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ წვდომა სერვისებზე და იყენებენ მათ, როგორც წინამდებარე შეთანხმების გამოქვეყნებამდე, ასევე მისი გამოქვეყნების შემდეგ.

11.4.Setanta Sports არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევაზე ან მის არადროულ გაცნობაზე.

11.5.Setanta Sports-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება და შესაბამისად, სერვისების მიწოდება ან/და პლატფორმის ფუნქციონირება. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი კანონის გათვალისწინებით, მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ შეწყვეტის თარიღი, ხოლო სერვისის გადახდილი ღირებულების ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით Setanta Sports მიიღებს გადაწყვეტილებას:

  • გამოუყენებელი სერვისის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ, ან

  • მომხმარებლის მიერ შეძენილი სერვისის სრულად გამოყენების შესახებ,

  • ან შესაბამისი სერვისის ახალი პროდუქტით ჩანაცვლების შესახებ.

11.6.მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეთა ურთიერთობიდან გამომდინარე და რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით (მათ შორის, დავები სერვისების ფუნქციონირების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით) უნდა გადაწყდეს კომპეტენტურ სასამართლოში დავის მორიგებით გადაწყვეტის გზით წინარესასამართლო პროცედურის მოთხოვნით, თუ ასეთი რამ ნებადართულია შესაბამისი სამართლით. თუ თქვენი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი ევროკავშირშია, შეგიძლიათ ისარგებლოთ დავების გადაწყვეტის ონლაინ პლატფორმით: https://ec.europa.eu/consumers/odr .

11.7.მომხმარებლის მიერ Setanta Sports-თან კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან პლატფორმაზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში.

წესები და პირობები განახლებულია 11.02.2023-ის მდგომარეობით.

Did this answer your question?