ბოლო განახლება: 5 მაისი, 2025 წელი
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს იურიდიული პირის პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმაზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე წვდომას (შემდგომში - სერვისები) თქვენთვის - Eurasian Broadcasting Enterprise Limited, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია რეგისტრაციის ნომრით 07801244 და მისი რეგისტრირებული მისამართი C/O Capepoint Co. Ltd 1 Princeton Mews, 167 - 169 London Road, Kingston Upon Thames, Surrey, England, KT2 6PT (შემდგომში - SETANTA, ჩვენ ან ჩვენი), მათ შორის თქვენი (შემდგომში - მომხმარებელი ან თქვენ) არჩევანი გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება თქვენზე, თუ თქვენ ხართ ჩვენი საქმიანობის გარე მხარე და თუ ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიზნებისათვის, ჩვენ ვიქნებით თქვენი პერსონალური ინფორმაციის მაკონტროლებელი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყვეტთ, თუ როგორ ვფლობთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის:
პირდაპირ თქვენგან, თქვენი მითითებით ან თქვენი თანხმობით;
ჩვენი მომხმარებლებისა და მომწოდებლებისგან (მათ შორის კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორებისგან) ისე, რომ შევასრულოთ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები ან ჩვენს შორის ურთიერთობის მიზნებისთვის;
ჩვენი ბიზნესპარტნიორებისგან;
სოციალური მედიის ანგარიშებიდან, როგორიცაა Facebook, Instagram და TikTok;
ავტომატურად, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და თქვენ მიერ სერვისებზე წვდომისთვის დასაკავშირებულად გამოყენებული მოწყობილობების მეშვეობით.
ჩვენ ასევე ვაგროვებთ დამატებით პერსონალურ ინფორმაციას თქვენთან ურთიერთობის განმავლობაში.
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის სახეები
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის ტიპები მოიცავს:
საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;
დემოგრაფიულ ინფორმაციას, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი და საფოსტო კოდი (მათ შორის, სადაც ის გამომდინარეობს მოწყობილობის ინფორმაციიდან (როგორიცაა IP მისამართი ან ქვეყნის კოდი);
სახელი და პაროლი თქვენ მიერ ჩვენთან შექმნილი ანგარიშისთვის;
გამოყენების თაობაზე ინფორმაციას, როგორიცაა ნანახი კონტენტი, დაწყების და დასრულების დრო, როდესაც უყურებთ კონტენტს და მსგავს ინფორმაციას (პროგრამის ხანგრძლივობა და რაოდენობა და სისტემის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სტრიმინგთან და ნახვის ხარისხთან);
გადახდის ან ბილინგის შესახებ ინფორმაციას;
გეოლოკაციის ინფორმაციას;
ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ირჩევთ, რომ მოგვაწოდოთ თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;
დეტალებს თქვენი - მომხმარებლის მოთხოვნების შესახებ, მათ შორის ურთიერთქმედებას ჩვენი მომხმარებლის მხარდაჭერის პლატფორმებთან, როგორიცაა დახმარების სამსახური, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, ტექსტური შეტყობინებები და მომხმარებლის მხარდაჭერის ჩატის ტექსტური შეტყობინებები, სადაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩაწერილი ჩატის მიმოწერები თქვენი შეკითხვების ან მოთხოვნების გადასაჭრელად.
პირად და ონლაინ იდენტიფიკატორებს (როგორიცაა სახელი და გვარი, ელქტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელები ან უნიკალური ონლაინ იდენტიფიკატორები) ან მსგავსი ინფორმაცია);
მომხმარებლის პროფილის ინფორმაცია (როგორიცაა ასაკობრივი დიაპაზონი და დემოგრაფიული მონაცემები);
თქვენ მიერ სოციალურ მედიაში მომართვის ინფორმაციას, სოციალური მედიის აქტივობას და ნებისმიერ დეტალს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჩვენთან ურთიერთობისას სოციალურ მედიაში ან რაიმე აქციაში მონაწილეობისას.
ჩვენ არ ვაგროვებთ "განსაკუთრებული კატეგორიების" პერსონალურ ინფორმაციას.
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას და რა არის ჩვენი სამართლებრივი საფუძველი თქვენი ინფორმაციის გამოყენებისთვის
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:
ხელშეკრულების შესრულება, ან ჩვენი პროდუქციის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისთვის (მაგ., როდესაც იხდით ან დარეგისტრირდებით ჩვენი სერვისებით სარგებლობის მიზნით):
თქვენთვის იმ სერვისების მიწოდება, რომლებისთვისაც დარეგისტრირდით;
თქვენთვის თქვენ მიერ მოთხოვნილი, ლიცენზირებული ან შეძენილი ნებისმიერი სხვა სერვისის ან პროდუქტის მიწოდება;
ჩვენი საქმიანობის წარმართვისა და ჩვენი კანონიერი ინტერესების განსახორციელებლად, როგორიცაა:
მოთხოვნებზე, კითხვებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ჩვენი კომუნიკაციებისა და სერვისების გამოყენებისას თქვენთვის ნაჩვენები კონტენტის მორგება;
ჩვენი ბიზნესის, სერვისებისა და სხვა პროდუქტების, რომლებსაც გთავაზობთ, ოპერირება, შეფასება და გაუმჯობესება (მათ შორის ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება);
ბაზრის კვლევის ჩატარება;
ჩვენი შეთავაზებებისა და მათთან თქვენი ურთიერთქმედების ანალიზის, გაძლიერების, პერსონალიზაციისა და შეფასების მიზნით, ასევე ახალი შეთავაზებების განვითარებისთვის.
ჩვენი კომუნიკაციებისა და სტრატეგიების ანალიზი და გაუმჯობესება (მათ შორის ელექტრონული ფოსტისა და ჩატით შეტყობინებების მიღებისა და და წაკითხვის იდენტიფიცირებით);
ონლაინ აქტივობის ინფორმაცია (როგორიცაა დათვალიერების ისტორია, ძიების ისტორია, ვებ-გვერდთან, ელექტრონულ ფოსტასთან, აპლიკაციასთან ან რეკლამასთან ურთიერთქმედება, სოციალური მედიის აქტივობა);
საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი მოთხოვნების დადგენა, განხორციელება და დაცვა. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას გამოძიებებში ან სამართალწარმოებაში, როგორიცაა საჩივრებზე რეაგირება, ჩვენი წესებისა და პირობების დაცვა ან სამართლებრივი მოთხოვნებისგან დაცვა;
მონაცემთა შემდგომი ანალიტიკისთვის აგრეგირებული და ანონიმური მონაცემების გენერირება;
სადაც თანხმობას ანიჭებთ ან შეესაბამება თქვენს არჩევანს:
თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
აქციების, გათამაშებების ან კონკურსების შეთავაზება და მართვა;
Push შეტყობინებების გაგზავნა - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მობილური push შეტყობინებები SETANTA–სგან. თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება ავტომატურად აირჩიოთ ამ შეტყობინებების მიღება. თუ მოგვიანებით გადაწყვიტეთ, რომ აღარ გსურთ მათი მიღება, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი პარამეტრების საშუალებით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის (არხების საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, SMS);
მიზნობრივი რეკლამისთვის;
სამართლებრივი მიზეზებისთვის:
ჩვენი სახელშეკრულებო უფლებების აღსრულება.
თაღლითობის, პირატული ქმედებების, სხვა დანაშაულებრივი ქმედებების, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების გამოვლენა, პრევენცია ან მოგვარება.
ჩვენი ქონების დაცვა.
ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვა სამართალწარმოებაში.
სამართლებრივ ან/და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მთავრობის ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირება.
ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს თქვენს შესახებ საჭიროებისამებრ, თუ გონივრულად მიგვაჩნია, რომ გამოყენების პირობები ან მესამე მხარის უფლებები დაირღვა.
ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვახორციელებთ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის ანონიმიზაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, ისე, რომ ინფორმაცია აღარ არის პერსონალურად იდენტიფიცირებადი ან მიკუთვნებადი თქვენთვის. ჩვენ ვიყენებთ ასეთ აგრეგირებულ და ანონიმიზირებულ ინფორმაციას ჩვენი კანონიერი ბიზნეს მიზნებისთვის.
მდებარეობის მონაცემები
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია მდებარეობის შესახებ ან ადგილმდებარეობის უფრო კონკრეტული ინფორმაცია თქვენგან. ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ქვეყანა ან საფოსტო კოდი, გამოიყენება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, იმის განსაზღვრა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, რათა ჩვენ განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა კანონმდებლობით უფლება, რომ გარკვეული კონტენტი შემოგთავაზოთ. ეს ასევე გვეხმარება სერვისების პერსონალიზაციაში, ასე რომ, ჩვენ გაჩვენებთ შესაბამის კონტენტს, რეკლამების ჩათვლით.
შეზღუდულ შემთხვევებში, ჩვენ ვიყენებთ ადგილმდებარეობის უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, რათა გაჩვენოთ თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის პერსონალიზირებული რეკლამები. მაგალითად, თუ თქვენ დაესწრებით ჩვენი კონტენტის პროვაიდერის ღონისძიებას, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი ან მესამე მხარის მიერ მოწოდებული მდებარეობის ინფორმაცია თქვენი დასწრების საფუძველზე კონტენტისა და რეკლამების მიწოდებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გთავაზობთ სერვისებს და ვმოქმედებთ სახელით ან იმ უფლებების საფუძველზე, რომლებიც მონიჭებულია ჩვენთვის კონტენტის პროვაიდერებისგან, რომელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მონაცემთა შეგროვებას და გამოყენებას თქვენ მიერ კონკრეტული აპლიკაციისა და კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გადახედოთ თქვენ მიერ გამოყენებული კონკრეტული აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა დაადგინოთ, შეუძლიათ თუ არა კონტენტის პროვაიდერებს შეაგროვონ ან გამოიყენონ ადგილმდებარეობის მონაცემები.
ბევრი აპლიკაცია და მობილური ოპერაციული სისტემა საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ მდებარეობის მონაცემების შეგროვება თქვენი მობილური მოწყობილობებიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გადახედოთ თქვენი აპლიკაციისა და ტელეფონის პარამეტრებს.
ქუქი-ფაილები და რეკლამა
ჩვენ, ჩვენი შვილობილი კომპანიები, სერვისების მიმწოდებლები და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები ასევე ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ ავტომატური საშუალებებით, როგორიცაა ე.წ. ქუქი-ფაილები, ვებ-ბიკონები, პიქსელები და სხვა ტექნოლოგიები.
ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეგროვდეს ავტომატიზირებული საშუალებებით, მოიცავს:
URL-ებს, რომლებიც მომხმარებლებს მიმართავენ ჩვენს სერვისებზე;
ძიების ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება ჩვენს სერვისებთან წვდომისთვის;
დეტალები იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ჩვენს სერვისებზე წვდომისთვის (როგორიცაა IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემის ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა ელემენტები, როგორიცაა მოწყობილობის კატეგორია, მოწყობილობის გამორჩეული იდენტიფიკაცია, MAC-ის მისამართი, კავშირის ინფორმაცია, მათ შორის ტიპი (მაგალითად, wifi, ფიჭური), ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი, მობილური მოწყობილობის ID, დაკავშირებული მოწყობილობის ID (მათ შორის დაკავშირებული ტელევიზორებისთვის), IP მისამართი, ქსელის მახასიათებლები, სატელევიზიო მოწყობილობისა და აპის დეტალები და დამატებითი მოწყობილობის ან ბრაუზერის ატრიბუტები და კონფიგურაციები).
დეტალები ჩვენს სერვისებთან მომხმარებლების ურთიერთქმედების შესახებ (როგორიცაა ვიზიტების თარიღი, დრო, სიხშირე და ხანგრძლივობა და ვიზიტების დროს ხელმისაწვდომი კონკრეტული გვერდები, მონაცემები, როგორიცაა მონახულებული საიტები ან გადმოწერილი მობილური აპლიკაციები, ასევე დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლის ან მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ).
ე.წ. ქუქი-ფაილების, ვებ-ბიკონების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მონაცემები მოიცავს სარეკლამო დეტალებს (მაგ., რეკლამის ხელმისაწვდომობისა და განაწილების, ვებ – გვერდის URL-ების და დროის შტამპების შესახებ მონაცემებს).
ვებ-ბრაუზერებმა შესაძლოა მომხმარებლებს შესთავაზონ გარკვეული ტიპის ქუქი-ფაილების მიღების შესაძლებლობა; თუმცა, თუ ქუქი-ფაილები გამორთულია, ჩვენი სერვისების ზოგიერთი ფუნქცია ან ფუნქცია შეიძლება არ ფუნქციონირებდეს სწორად. სერვისების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ რეკლამები და ასევე მესამე პირებს მივცეთ რეკლამების მოწოდების საშუალება, სერვისების საშუალებით. ეს რეკლამები ზოგჯერ მიზნობრივია და მიეწოდება კონკრეტულ მომხმარებლებს და მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს მესამე მხარის კომპანიებისგან, სახელწოდებით "სარეკლამო ქსელები". სარეკლამო ქსელები მოიცავს მესამე მხარის სარეკლამო სერვერებს, სარეკლამო სააგენტოებს, სარეკლამო ტექნოლოგიების გამყიდველებს და კვლევით ფირმებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ სარეკლამო ქსელების და სხვა მხარეების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე. სერვისების მეშვეობით მოწოდებული რეკლამები შეიძლება მიმართული იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეესაბამებიან პროფილის გარკვეულ ზოგად კატეგორიას, რომელიც შეიძლება დადგინდეს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან, თქვენი სერვისების გამოყენების შაბლონების საფუძველზე, ან მესამე მხარის სერვისებზე თქვენი აქტივობის საფუძველზე (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). ჩვენ არ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას ნებისმიერ სარეკლამო ქსელს სხვა მიზნებისთვის, გარდა სერვისებთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ჩვენი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ ჩვენს სერვისებზე, შეიძლება იყოს ორგანიზაციების ან პროგრამების წევრები, რომლებიც მოგაწვდით არჩევანს თქვენი დათვალიერების ქცევის გამოყენებასთან დაკავშირებით მიზნობრივი რეკლამის მიზნებისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ იმ კომპანიებთან, რომლებიც გვთავაზობენ უარის თქმის მექანიზმებს და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ მესამე მხარის უარის თქმის მექანიზმების ეფექტიანობაზე. ამიტომ, უარის თქმის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა ან საკითხი უნდა იქნას განხილული უშუალოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მექანიზმების მოწოდებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ იყენებს SETANTA ე.წ. ქუქი-ფაილებს, გთხოვთ დააწკაპუნოთ აქ.
როგორ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენ ვუზიარებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას:
SETANTA კომპანიების ოჯახს: Setanta Sports Philippines Limited, კომპანია რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში რეგისტრაციის ნომრით 14254885 და მისი რეგისტრირებული მისამართი 71-75 Shelton Street, Covent Garden, London, United Kingdom, WC2H 9JQ; Setanta Ukraine Limited; Setanta Ukraine Limited, კომპანია რეგისტრირებული ირლანდიაში რეგისტრაციის ნომრით 644727, რეგისტრირებული მისამართი Asgard House, 19/20 City Quay, Dublin 2, Dublin, D02k744, Ireland;
ბიზნესპარტნიორებს;
SETANTA-ს მომხმარებლებს;
მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ჩვენი სახელით ახორციელებენ მომსახურებას ან ვისთანაც შეიძლება ვითანამშრომლოთ, მათ შორის:
მომხმარებლის მხარდაჭერისა და დამხმარე პროვაიდერები;
პარტნიორები, რომლებთანაც ერთობლივად ვავითარებთ ან ვთავაზობთ პროდუქტებს ან მომსახურებას;
სარეკლამო პარტნიორები;
კვლევისა და ბაზრის კვლევის პროვაიდერები;
ანალიტიკური ორგანიზაციები;
ტექნოლოგიის პროვაიდერები (მათ შორის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ელექტორნული ფოსტის და ვებ ჰოსტინგის პროვაიდერები, ელ.ფოსტის და ტექსტური კომუნიკაციების პროვაიდერები და მობილური აპლიკაციების შემქმნელები);
მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ჩვენი სახელით ახორციელებენ მომსახურებას, მათ შორის ბიზნეს ფუნქციებისა და ოპერაციების შესრულებაში დახმარების გაწევის მიზნით, და პროფესიული სერვისები, როგორიცაა იურიდიული მრჩევლები, ბუღალტრები და კონსულტანტები;
სხვა მხარეებთან თქვენი თანხმობით და თქვენი მითითებით;
ჩვენ ასევე შეგვიძლია გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების შესასრულებლად (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ სამთავრობო უწყებების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილი წესებით), დავიცვათ SETANTA-ს უფლებები ან საკუთრება, დავიცვათ ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისების, მომხმარებლების ან საზოგადოების უსაფრთხოება ან დავიცვათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
თუ ეს არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გადავცეთ ის ინფორმაცია, რომელსაც ვინარჩუნებთ ჩვენი ბიზნესის ან აქტივების მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში. თუ ჩვენ ჩავერთვით ასეთ გაყიდვაში ან გადაცემაში, ჩვენ - თუ ამას შესაბამისი კანონი მოითხოვს, გონივრულ ძალისხმევას გამოვიყენებთ მიმღების მიმართ, გამოიყენოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია ისე, რომ შეესაბამებოდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ასეთი გაყიდვის ან გადაცემის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიმღებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეგებობით.
სოციალური მედია
როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ინფორმაციის გაზიარებას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშზე ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით (მაგ., ნანახი ან მოწონებული შოუები), თქვენი ინფორმაცია და აქტივობა გაზიარდება ამ სოციალურ ქსელში. ეს მოიცავს, როდესაც იყენებთ სოციალური ქსელით შესვლას (როგორიცაა Facebook შესვლა) ან როდესაც თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებს უკავშირებთ თქვენს შესვლას ნებისმიერი სერვისისთვის. ჩვენ ასევე მივიღებთ ინფორმაციას, რომელსაც სოციალური ქსელი ზოგადად ხელმისაწვდომს ხდის მისი პარტნიორებისთვის, როდესაც თქვენ დააკავშირებთ თქვენს სოციალური მედიის ანგარიშს. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც საჯაროდ აქვეყნებთ სოციალური მედიის საიტზე, ზოგადად ყველასთვის ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად და დარწმუნდით, რომ გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და პარამეტრებს თქვენს სოციალურ მედიაში სოციალური მედიის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის პროვაიდერის კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ.
არასრულწლოვნები
ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისგან. თუ გავიგებთ, რომ პერსონალური ინფორმაცია 18 წლამდე ასაკის პირისგან შევაგროვეთ, ამ ინფორმაციის წასაშლელად ნაბიჯებს გადავდგამთ.
თქვენი უფლებები და არჩევანი
თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები და არჩევანი SETANTA-ს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გადავამოწმოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოთხოვნა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენ მიერ ინფორმაციის მიწოდება იმ პირებისთვის, რომლებსაც ის ეხება და საშუალებას აძლევს მხოლოდ იმ პირებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, გამოიყენონ უფლებები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ამ უფლებების განხორციელება ექვემდებარება გარკვეულ გამონაკლისებს საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად (მაგ., დანაშაულის პრევენცია ან გამოვლენა) და ჩვენი ინტერესები (მაგ., იურიდიული პრივილეგიის შენარჩუნება). ჩვენ ვცდილობთ შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა გონივრულად და ყველა მოქმედი კანონის შესაბამისად.
შენ გაქვს:
ინფორმირებულობის უფლება;
წვდომის უფლება;
შესწორების უფლება;
წაშლის უფლება;
დამუშავების შეზღუდვის უფლება;
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება;
გაპროტესტების უფლება;
უფლებები ავტომატური გადაწყვეტილების მიღებისა და პროფილირების შესახებ. დამატებით, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ გონივრულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების მუდმივი წაშლის უზრუნველსაყოფად ჩვენი მონაცემთა ბაზებიდან, თუ შენახვა არ არის აუცილებელი სამართლებრივი ვალდებულებების ან სხვა ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც კანონით არაგონივრულად ან არასაჭიროდ ითვლება, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს ძალიან არაპრაქტიკული, მოითხოვს არაპროპორციულ ტექნიკურ რესურსებს ან ქმნის ისეთ ოპერაციული ხასიათის რისკებს, მათ შორის თაღლითობის შესაძლებლობას.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით "დაგვიკავშირდით" განყოფილებაში, თუ გსურთ რომელიმე უფლების გამოყენება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეგატყობინებთ, თუ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება და აგიხსნით შესაბამის მიზეზებს. ევროკავშირში მყოფი პირებისთვის – იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვახერხებთ თქვენი გამოძიების ან საჩივრის გადაჭრას, გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ ორგანოს იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ. თუ იმყოფებით ჩვენი „მომსახურებების“ ტერიტორიის მიღმა და თქვენი გამოძიების ან საჩივრის გადაწყვეტა თქვენი კმაყოფილების მიხედვით ვერ მოხერხდება, თქვენ ასევე გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციის მიხედვით.
მარკეტინგი
ჩვენ გამოგიგზავნით მარკეტინგულ ინფორმაციას მხოლოდ იმ მარკეტინგული პრეფერენციების საფუძველზე, რომლებიც თქვენ მიუთითეთ პირველად ჩვენთან დაკავშირებისას, ან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა ან სხვაგვარად მიგვითითეთ, რომ გსურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, ან თუ თქვენ ადრე შეიძინეთ ჩვენგან მსგავსი სერვისები.თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ SETANTA-სგან მარკეტინგული ან სხვა კომერციული ელექტრონული შეტყობინებების ელ.ფოსტაში მითითებული ინსტრუქციების შესრულებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოგიგზავნოთ არამარკეტინგული შინაარსის შეტყობინებები, მათ შორის (მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით) ტრანზაქციული ელ.ფოსტები, რომლებიც ეხება სერვისს, თქვენს პროფილს ან ანგარიშს.
ბმულები სხვა ვებსაიტებზე და მესამე მხარის კონტენტზე
ჩვენ შეიძლება გთავაზობდეთ ბმულებს ისეთ ვებსაიტებზე, სერვისებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც არ იმართება ან კონტროლდება SETANTA-ს მიერ (ე.წ. „მესამე მხარის სერვისები“). აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის სერვისებზე. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ წვდომას მხოლოდ იმ მესამე მხარის სერვისებზე, რომლებიც იზიარებენ ჩვენს კონფიდენციალურობის სტანდარტებს, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათი შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და პრაქტიკაზე.
გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ ნებისმიერ მესამე მხარის სერვისის კონფიდენციალურობის პრაქტიკას მანამდე, სანამ მათ მიაწვდით პერსონალურ მონაცემებს. თქვენი ურთიერთობა აღნიშნულ სერვისებთან რეგულირდება იმ მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ ფუნქციონალს.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარეებს, რომლებიც მდებარეობენ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, რათა დაგვეხმარონ ჩვენი ბიზნესის მართვაში. შედეგად, შესაძლებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ევროპის ეკონომიკურ ზონაში („EEA“) ან გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში, და რომლებიც არ ფლობენ პერსონალური მონაცემების დასაცავად სპეციალურ კანონებს. ზოგ შემთხვევაში, ამ ქვეყნებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ისეთი დონით დაცვა, როგორიც გააჩნია გაერთიანებულ სამეფოს.
ამ შემთხვევებში, ჩვენ დავაწესებთ ყველა კანონით მოთხოვნილ დაცვის ზომას ინფორმაციის გამჟღავნებამდე. ასევე, მივიღებთ ყველა გონივრულ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნას მხოლოდ კონფიდენციალურობის ამ განცხადებისა და მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად და იყოს უსაფრთხოდ დაცული.
იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე მხარე ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი სახელით, ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამისი გარანტიების არსებობას, როგორც ეს მოთხოვნილია მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით. ევროპის ეკონომიკური ზონიდან („EEA“) პერსონალური ინფორმაციის გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკომისიამ აღიარა, როგორც ისეთები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური ინფორმაციის ადეკვატურ დაცვას — ამ შემთხვევაში, დამატებითი გარანტიები საჭირო არ არის. თუ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გადავცემთ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკომისიის მიერ აღიარებული, გადაცემა განხორციელდება გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო კომისრის ოფისის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების გამოყენებით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების საფუძველზე. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რათა მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ექსპორტისთვის გამოყენებული კონკრეტული დაცვის ზომების შესახებ.
უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის და გონივრულ ადმინისტრაციულ, ლოგიკურ, ფიზიკურ და მენეჯერულ ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად დაკარგვის, ქურდობისა და არაავტორიზებული წვდომის, გამოყენებისა და მოდიფიკაციისგან. ეს ზომები შექმნილია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების რისკების შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მონაცემთა შენახვა
ჩვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვის პერიოდები ეფუძნება ბიზნეს საჭიროებებს და სამართლებრივ მოთხოვნებს. ჩვენ ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელია დამუშავების მიზნებისთვის, რისთვისაც შეგროვდა მონაცემები და ნებისმიერი სხვა დასაშვები, დაკავშირებული მიზანი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ გარკვეული დავალების დეტალები და კორესპონდენცია მანამ, სანამ არ ამოიწურება დავალების შესრულების ვადები. როდესაც ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია აღარ გვჭირდება, ჩვენ ან ანონიმიზაციას ვახორციელებთ ამ ინფორმაციის (ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ და გამოვიყენოთ ანონიმური ინფორმაცია) ან უსაფრთხოდ გავანადგუროთ ინფორმაცია, თუ შენახვა არ არის საჭირო სამართლებრივი ვალდებულებების ან სხვა ლეგიტიმური მიზნების შესასრულებლად.
ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ ნებისმიერ დროს, ჩვენი შეხედულებისამებრ, შეიძლება გადავხედოთ ან განვაახლოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილებებს გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე და ზედა ნაწილში მივუთითებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო განახლების თარიღს. ამ გვერდის მონახულებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედ, მიმდინარე ვერსიას. ჩვენ ასევე შეგატყობინებთ ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ – pop-up შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა გონივრული საშუალებების მეშვეობით. სერვისის გამოყენების გაგრძელება აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ აღიარებთ და, საჭიროების შემთხვევაში, ეთანხმებით ამ ცვლილებებს. თუ არ გსურთ აღიაროთ ან მიიღოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებული ვერსია, გაქვთ სერვისის გამოყენების შეწყვეტის შესაძლებლობა.
კონტაქტი
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მოთხოვნები ან საჩივრები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ [email protected]. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით, ასევე შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ საინფორმაციო კომისრის ოფისში https://ico.org.uk/make-a-complaint/