გვიხარია, რომ გადაწყვიტე შემოგვიერთდე და სპორტით ჩვენთან ერთად ისიამოვნოთ. იქამდე კი სულ რამდენიმე ნაბიჯია 😇
აირჩიე რა გზით გსურს გამოწერის გააქტიურება 👇
გამოწერის გააქტიურება ბრაუზერიდან:
ბრაუზერში გახსენით appsetantasports.com
რეგისტრაციის დროს მითითებული ელ.ფოსტითა და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია
ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ანგარიშს, გადადით გამოწერებში და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გამოწერა
გადახდის მეთოდში-აირჩიეთ საბანკო ბარათი და შეიყვანეთ: ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და სამნიშნა CVC კოდი, რომელიც მოთავსებულია საბანკო ბარათის უკანა მხარეს
თუ გაქვთ პრომო კოდი, შეიყვანეთ ის შესაბამისს ველში და დააჭირეთ გამოყენება-ს, ან გრაფა დატოვეთ ცარიელი
დააკლიკეთ გადახდას და გამოწერა გააქტიურდება
კომპიუტერის ბრაუზერიდან გამოწერის მარტივად გასააქტიურებლად, გთავაზობთ, უყუროთ აღნიშნულ ვიდეოს:
გამოწერის გააქტიურება iOS:
გახსენით სეტანტა სპორტის აპლიკაცია
რეგისტრაციის დროს მითითებული ელ.ფოსტით და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია
ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ ანგარიშს
დააჭირეთ გამოწერები და აირჩიეთ სასურველი გამოწერა
გამოწერის საფასურის გადახდას App Store-ში, დამატებული ბარათით შეძლებთ (თუ არ გაქვთ აუცილებელია, ბარათის დამატება)
გამოწერის გააქტიურება ანდროიდი:
გახსენით სეტანტა სპორტის აპლიკაცია
რეგისტრაციის დროს მითითებული ელ.ფოსტით და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია
ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ ანგარიშს
დააჭირეთ გამოწერები და აირჩიეთ სასურველი გამოწერა
გამოწერის საფასურის გადახდას Play Store-ში, დამატებული ბარათით შეძლებთ (თუ არ გაქვთ აუცილებელია, ბარათის დამატება).
ინფორმაცია გამოწერის განახლების შესახებ
თქვენი Setanta Sports გამოწერა გააქტიურებულია როგორც ავტომატურად განახლებადი გამოწერა. რაც ნიშნავს, რომ თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება თითოეული გადახდის პერიოდის ბოლოს (თვიური ან წლიური), იქამდე სანამ არ გააუქმებთ გამოწერას მომდევნო გადახდის დღემდე.
გამოწერის გააქტიურებისას თქვენ თანხმდებით, რომ:
გამოწერა ავტომატურად განახლდება;
გამოწერის საფასური გადაიხდება ყოველ გადახდის პერიოდისთვის იმავე დღეს, როდესაც შესრულდა თავდაპირველი აქტივაცია, თქვენი არჩეული გადახდის მეთოდის გამოყენებით.
გადახდები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას.