მოხარული ვართ, დაგეხმაროთ

წესები და პირობები

 

1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - წესები) არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებასა და ურთიერთობას Setanta Sports-სა (შემდგომში - Setanta Sports) და თქვენ შორის (შემდგომში - მომხმარებელი ან თქვენ).
1.2. ჩვენი სერვისის შეძენით, ჩვენს ვებ-გვერდზე ნებისმიერი მიზნით რეგისტრაციით, ან ჩვენს ვებ-გვერდზე ნებისმიერი სახით შესვლით, წვდომით ან გამოყენებით, თქვენ ადასტურებით და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და მათი გამოყენების პირობებს. შესაბამისად, თუ კი არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, თქვენ არ უნდა ეწვიოთ, გქონდეთ წვდომა ან/და გამოიყენოთ ჩვენი ვებ-გვერდი ან შეიძინოთ მასზე განთავსებული სერვისები.
1.3. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისთვის თქვენ უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლისა. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, რაც გულისხმობს წინამდებარე წესებზე დათანხმებას, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.
1.4. წინამდებარე წესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს/განახლდეს Setanta Sports-ის მიერ, შესაბამისად, გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ ხოლმე ისინი.

2. რეგისტრაცია და ანგარიში
2.1. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე ანგარიშის რეგისტრაციის ფორმის შევსებითა და მოთხოვნის გაგზავნით.
2.2. ერთსა და იმავე პირს არ შეიძლება ჰქონდეს ერთ ანგარიშზე მეტი.
2.3. ერთსა და იმავე მომხმარებელს სერვისზე წვდომა შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოწყობილობიდან. მომხმარებელს არ შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს სერვისით რამდენიმე მოწყობილობიდან.
2.4. დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: support@setantasports.com ან ვებ-გვერდზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში თუ კი მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების თაობაზე.
2.5. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სხვა პირის ანგარიში ვებ-გვერდზე შესასვლელად, თუ არ გაქვთ ამ პირის გამოხატული ნებართვა.
2.6. რეგისტრაციის პროცესში თქვენ მოგეთხოვებათ აირჩიოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თქვენი პაროლი კონფიდენციალური უნდა იყოს.

3. სერვისები
3.1. ერთჯერადი შეძენა
   3.1.1. ერთჯერადი შეძენის სერვისი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ერთჯერადი შეძენის სერვისის მიღებისთვის მომხმარებელი TBC-PAY-ის ელექტრონული ჩარიცხვის აპარატზე ირჩევს მისთვის სასურველი ვადის გამოწერის პრომო-კოდს, იხდის შესაბამის თანხას და ჩვენს ვებ-გვერდზე ააქტიურებს სერვისს „საბანკო ბარათის გარეშე“. აღნიშნული სერვისი არ გულისხმობს შესაბამისი ვადის ამოწურვისას მის ავტომატურ გაგრძელებას.
3.2. გამოწერა
   3.2.1. გამოწერის სერვისი ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. გამოწერის სერვისის სარგებლობისთვის მომხმარებელმა ჩვენს ვებ-გვერდზე უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ვადის გამოწერა და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებით დაადასტუროს შესაბამისი თანხის გადახდა. აღნიშნული სერვისი არის ავტომატურად გაგრძელებადი.
3.3. VOD-ზე წვდომა
   3.3.1. VOD-ზე წვდომის სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ასაკობრივ შეზღუდვას და არ არის რეგისტრირებული ჩვენს ვებ-გვერდზე და გულისხმობს უფასო წვდომას ჩვენ მიერ შერჩეულ შეზღუდული რაოდენობის VOD-ზე, რომელიც შესაძლებელია პერიოდულად შეიცვალოს/განახლდეს.
3.4. სერვისზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ქვეყნებიდან (გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა): სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსია, მოლდოვა და საქართველო.

4. ინტელექტუალური საკუთრება
4.1. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონტენტი და თავად სერვისები წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომლებიც დაცულია ინგლისისა და უელსის კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით. ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი გამოყენება (მომსახურების ვიზუალური ელემენტების, სიმბოლოების, ტექსტების, გრაფიკის, ილუსტრაციების, ფოტოების, ვიდეოების, პროგრამების, მუსიკისა და სხვა ობიექტების ჩათვლით) ჩვენი ან მათი კანონიერი მესაკუთრის ნებართვის გარეშე არის უკანონო და შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და / ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა სამართალდამრღვევების/დამნაშავეების მიმართ ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2. დაუშვებელია ჩვენს ვებ – გვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების რომელიმე ნაწილის კოპირება (რეპროდუცირება), დამუშავება, განაწილება, გამოქვეყნება, ატვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან/და სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება Setanta Sports–ის ან საავტორო უფლებების მესაკუთრის/მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
4.3. ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ კონტენტზე წვდომას Setanta Sports უზრუნველყოფს მხოლოდ მომხმარებლების მიერ პირადი, არაკომერციული გაცნობის მიზნით.
4.4. Setanta Sports-ს უფლება აქვს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე წაშალოს ან განათავსოს ვებ-გვერდზე ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ნაწილი.
4.5. მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სერვისის კონტენტი განსხვავებულია და მასზე წვდომა შეზღუდულია შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიით.


5. სერვისის ღირებულება და გადახდის საშუალებები
5.1. სერვისის ღირებულება მითითებულია იმ სერვისის გვერდზე, რომლის შეძენაც სურს მომხმარებელს. მომხმარებელი შესაბამისი სერვისისთვის ღირებულების გადახდით ავტომატურად ეთანხმება აღნიშნული სერვისის ღირებუბლებას. მომხმარებლების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სერვისებისთვის გადახდილი ყველა თანხა მოიცავს გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. მომხმარებლის მიერ გამოწერის სერვისის შეძენისას მომხმარებელი უფლებას აძლევს Setanta Sports-ს ჩამოაჭრას მას გამოწერის ღირებულების თანხა შესაბამის გადახდის დღეს მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს სერვისს წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ გამოწერის ღირებულების თანხა შესაძლოა ჩამოიჭრას იმ წესით, რაც განკუთვნილია გამოწერის სერვისისთვის, რომელიც შერჩეული იქნება მომხმარებლის მიერ გამოწერის სერვისის შეძენის დროს.
მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ გამოწერის სერვისი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ავტომატურად გაგრძელებადია და შესაძლებელია გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს. ამასთან, გამოწერის გადახდილი ვადის ამოწურვამდე, მომხმარებლის მიერ მისი გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოიყენოს სერვისი, მის მიერ გადახდილი ვადის ამოწურვამდე.
გამოწერის სერვისის ღირებულების თანხის ჩამოჭრა მომდევნო თვისთვის (ან ნებისმიერი სხვა პერიოდისთვის, რომელიც განსაზღვრულია გამოწერის სერვისის პირველადი შეძენისას) Setanta Sports-ის მიერ განხორციელდება მომდევნო გადახდის (შესაბამისი პერიოდის მიხედვით) დღეს იმ საათზე, როდესაც მოხდა პირველი გამოწერის შეძენა.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პირად ანგარიშზე/საბანკო ბარათზე გამოწერის სერვისის გადახდის დღისთვის არასაკმარისი თანხა აღმოჩნდება, მომხმარებელი გადადის ე.წ. „საშეღავათო 14-დღიან პერიოდში“, რომლის განმავლობაშიც ის შეძლებს სერვისით სარგებლობას. ამასთან, სერვისის ღირებულება ახალი პერიოდისთვის ჩამოიჭრება პირადი ანგარიშიდან/საბანკო ბარათიდან აღნიშნული საშეღავათო 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამ პერიოდის განმავლობაში ანგარიშის ან გამოწერის გაუქმებისა მომხმარებლის მიერ.
5.4. სერვისების ღირებულების გადახდისას მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების პირობებს; ასევე ეთანხმება, რომ სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ 3.1. და 3.4. მუხლებით გათვალისწინებული ქვეყნების ტერიტორიაზე, 4.5. მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით და ეთანხმება, რომ Setanta Sports-ს უფლება აქვს წაშალოს ვებ-გვერდზე განთავსებული კონტენტის ნებისმიერი ნაწილი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. სერვისის ღირებულების გადახდამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს სერვისის კონტენტსა და პირობებს. სერვისის ღირებულების გადახდით მომხმარებელი ავტომატურად ადასტურებს სერვისის კონტენტსა და პირობებს.
5.5. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებელი და შეუზღუდოს წვდომა ანგარიშზე ან/და სერვისზე (მათ შორის, ფასიანზე), თუ კი მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს ან თუ Setanta Sports მიიჩნევს, რომ მომხმარებლის ქმედებები არის თაღლითური და მიმართულია სერვისებისა ან Setanta Sports-ის რეპუტაციის შელახვისკენ.
5.6. სერვისების ღირებულების გადახდა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით:

  •  საბანკო ბარათით (VISA, Mastercard, Amex, JCB, Discover, Diners Club);
  • TBC-PAY-ის ელექტრონული ჩარიცხვის აპარატით საქართველოს ტერიტორიაზე;
  • In APP purchase ანდროიდზე.

5.7. გამოწერის სერვისის შეძენისას მომხმარებელს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს საცდელი უფასო პერიოდით.
5.8. მომხმარებელს შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს ფასდაკლებით პრომო კოდის გამოყენებით.
5.9. Setanta Sports არ არის პასუხიმგებელი გადახდის შეყოვნებაზე მესამე პირების მიზეზით.
5.10. Setanta Sports იტოვებს უფლებას, შეცვალოს სერვისის ღირებულება ნებისმიერ დროს. გამოწერის სერვისით მოსარგებლე მომხმარებელი გაფრთხილებული იქნება შესაბამისი პერიოდის ამოწურვამდე.
5.11. სერვისის გადახდით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი მოწყობილობა შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც შესაძლებელია მომავალში განახლდეს:

  • Desktop and mobile web
  • iOS
  • Android
  • Android   TV APP ანდროიდის 5.0 ან უფრო ახალი ვერსია
  • Samsung TV APP ტაიზენის 3.0 ან უფრო ახალი ვერსია

5.12. ანაზღაურების პირობები:
   5.12.1. თუ მომხმარებელმა სერვისის შეძენისას, ვერ მიიღო წვდომა სერვისზე, მან უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: support@setantasports.com ან ვებ-გვერდზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში 3 კალენდარული დღის ვადაში. თუ კი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეფერხება მოხდა Setanta Sports-ის ბრალეულობით, თანხა სრულად დაბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
   5.12.2. თუ მომხმარებელს შეცდომით ჩამოეჭრა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მის მიერ შეძენილი სერვისის ღირებულებაა, მან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგ ელ.ფოსტაზე: support@setantasports.com ან ვებ-გვერდზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში. მოკვლევის შემდეგ თანხა სრულად დაბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
   5.12.3. თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოკვლევის ვადა შეადგენს მომხმარებლის მომართვიდან 7-დან 10 სამუშაო დღეს.
5.13. მხარეები თანხმდებიან, რომ სერვისი ითვლება მიწოდებულად გადახდის მომენტიდან მას შემდეგ, რაც Setanta Sports დაადასტურებს ელ.ფოსტით გადახდას და გაუგზავნის მომხმარებელს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
5.14. მომხმარებელი თანახმაა, საკომისიო თანხის გადახდაზე მესამე პირებისთვის, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სერვისის ღირებულების გადახდა. თითოეული მეთდოდით გადახდის საკომისიო თანხის ოდენობა (ასეთის არსებობისას) განისაზღვრება ყოველი გადახდისას, მესამე პირების მიერ.
5.15. მოხმარებელი ადასტურებს და თანახმაა, რომ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სერვისები მიუწვდომელია იმ მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებენ არაოფიციალურ, არალიცენზირებულ და დაჰაკულ პროგრამულ აპლიკაციებს, საოპერაციო სისტემებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს.
მომხმარებლის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დაბრუნებაზე Setanta Sports-ს არ ეკისრება ვალდებულება/პასუხისმგებლობა.
5.16. Setanta Sports ადასტურებს, რომ სერვისის ღირებულების გადახდა შეუძლებელია სხვადასხვა მეთოდით ერთდროულად.
5.17. Setanta Sports-ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პარტნიორი კომპანიების სერვისების მიწოდება.
5.18. სერვისების ღირებულება შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

 

6. სერვისის გაუქმება და ანგარიშის წაშლა
6.1. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს ანგარიში დამატებითი საფასურის გარეშე. ანგარიშის წაშლის შემდეგ, იგი სამუდამოდ იშლება და ვეღარ გააქტიურდება თავიდან. ახალი ანგარიშის გამოსაყენებლად მომხმარებელმა უნდა დაიწყოს რეგისტრაციის ახალი პროცესი. ანგარიშის წასაშლელად მომხმარებელმა უნდა მიმართოს Setanta Sports-ს ან თავად წაშალოს ანგარიში Setanta Sports-ის აპლიკაციიდან.
6.2. მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს სერვისები ნებირმიერ დროს სერვისის მოქმედების ვადის განმავლობაში, ხოლო საშეღავათო 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სერვისის გაუქმებისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს Setanta Sports-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@setantasports.com ან ვებ-გვერდზე არსებული პირადი შეტყობინების ფანჯარაში.
6.3. გაქუმებული სერვისების გადახდები რეგულირდება წინამდებარე შეთანხმების 5.2 მუხლით.

7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. Setanta Sports-ს უფლებები და მოვალეობები:
   7.1.1. Setanta Sports იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტექნიკური წვდომა ვებ-გვერდზე, სერვისებსა და ვებ – გვერდზე განთავსებულ მთელ კონტენტზე.
   7.1.2. Setanta Sports-ს უფლება აქვს შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი კონტენტი ვებ-გვერდზე, გააუქმოს ან შეაჩეროს სერვისების გაწევა მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
   7.1.3. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაადგინოს ნებისმიერი ლიმიტი და შეზღუდვები სერვისებით სარგებლობაზე.
   7.1.4. Setanta Sports-ს უფლება აქვს მომხმარებელს გაუგზავნოს შეტყობინებები, რეკლამები და სხვა ინფორმაცია მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მობილური ტელეფონის ნომერსა თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე;
   7.1.5. Setanta Sports-ს უფლება აქვს დაადგინოს ასაკობრივი შეზღუდვები შესაბამისი კონტენტისთვის ან სერვისებისთვის;
   7.1.6. Setanta Sports-ს უფლება აქვს განათავსოს ან გამოაქვეყნოს ნებისმიერი რეკლამა და სხვა ინფორმაცია ვებ-გვერდის ნებისმიერ ადგილზე, შეაჩეროს ტრანსლაცია რეკლამის საშუალებით.
   7.1.7. Setanta Sports-ს უფლება აქვს დროებით (24 საათის ვადით) შეუზღუდოს მომხმარებელს წვდომა ონლაინ მიმოწერაზე, თუ კი ის სცდება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ან შეიცავს 7.2.7. მუხლით განსაზღვრულ ნიშნებს.
   7.1.8. Setanta Sports-ს არ აქვს უფლება:
      7.1.8.1. განათავსოს ფაილები / კონტენტი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს სპამი;
      7.1.8.2. აღწეროს ან ხელი შეუწყოს დანაშაულებრივ საქმიანობას, განათავსოს ინსტრუქციები ან მითითებები დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის;
      7.1.8.3. განათავსოს ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;
      7.1.8.4. მომხმარებლების შეფასებებისა და კომენტარების ცენზურის.

7.2. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები:
   7.2.1. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გამოიყენოს სერვისები მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, შეასრულოს ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის მოთხოვნები, აგრეთვე არ შელახოს Setanta Sports-ისა და საავტორო უფლებების მესაკუთრეთა/მფლობელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომელთა კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნაწილები განთავსებულია ვებ-გვერდზე.
   7.2.2. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენოს სერვისები და ვებ-გვერდი რეკლამირებისთვის ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი ნებისმიერი საქონლისა და/ან მომსახურების გაყიდვას Setanta Sports–ის ნებართვის გარეშე.
   7.2.3. მომხმარებელს არ აქვს უფლება სერვისების ან მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის რეპროდუცირების, გამეორების, კოპირების, გაყიდვის, გადაყიდვის და ასევე ნებისმიერი სხვა კომერციული მიზნით გამოყენების Setanta Sports–ის და/ან ვებ-გვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების კანონიერი მესაკუთრის/მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
   7.2.4. მომხმარებელი ვალდებულია Setanta Sports–ს მიაწოდოს ზუსტი და სწორი პერსონალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე რესგიტრაციისას და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
   7.2.5. მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს Setanta Sports-ს მისი ანგარიშით სერვისებზე წვდომის შესახებ მესამე პირების მიერ. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს, დაუთმოს, გაყიდოს ან სარგებლობაში გადასცეს თავისი ანგარიში მესამე პირებს Setanta Sports-ის თანხმობის გარეშე.
   7.2.6. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ სცადოს ვებ-გვერდისა და მასზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ტექნიკური საშუალებების გათიშვა ან სხვაგვარად მათში ჩარევა, რომლებიც ზღუდავენ განთავსებული ინფორმაციისა და/ან ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას.
   7.2.7. სერვისების გამოყენებისას მომხმარებელს ეკრძალება ისეთი ინფორმაციის ატვირთვა, შენახვა, გამოქვეყნება, გავრცელება და წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის, Setanta Sports-თან კომუნიკაციისას, რომელიც:

  • შეიცავს მუქარას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, შელახავს პატივს, ღირსებასა ან საქმიან რეპუტაციას, ან არღვევს სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;
  • არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს;
  • არის ვულგარული ან უხამსი, შეიცავს უცენზურო ენას, შეიცავს პორნოგრაფიულ სურათებს და ტექსტებს ან სექსუალური ხასიათის სცენებს;
  • შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს, ან ცხოველებისადმი არაადამიანურ მოპყრობას.
  • შეიცავს სუიციდის განხორციელების გზებსა და საშუალებებს, ნებისმიერი სახის წაქეზებას სუიციდისკენ.
  • პროპაგანდას უწევს ან / და ხელს უწყობს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას, ხელს უწყობს ფაშიზმს ან რასობრივი უპირატესობის იდეოლოგიას;
  • შეიცავს ექსტრემისტულ მასალებს;
  • ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას ან შეიცავს რჩევებს, მითითებებს ან ინსტრუქციებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის;
  • შეიცავს ინფორმაციას, რომელზე წვდომაც შეზღუდულია, მათ შორის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, მესამე პირის პირადი ცხოვრების შესახებ;
  • შეიცავს რეკლამას;
  • არის თაღლითური შინაარსის;
  • წარმოადგენს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელსაც არ აქვს მიცემული მომხმარებლისთვის გამოყენების ნებართვა და ასევე არღვევს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა სხვა უფლებებსა და ინტერესებს ან ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მოხმარებელი თანახმაა, Setanta Sports-მა გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის. წინამდებარე წესებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ინფორმირებულია პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესახებ, ასევე, მისი უფლების შესახებ, უარი თქვას და უკან გაითხოვოს თავისი თანხმობა პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, Setanta Sports-ის სერვისები შეწყდება.
მომხმარებელი ასევე თანახმაა, მისი პერსონალური მონაცემები გადაეცეს იმ ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყნებს, რომელშიც მომხმარებელმა თავდაპირველად მიაწოდა მონაცემები იმ მიზნებისთვის, რაც განსაზღვრულია კონფიდენციალურობის პოლიტიკით.


9. ზიანის/დანაკარგის ანაზღაურება
მომხმარებელი თანახმაა, აანაზღაუროს Setanta Sports-ის და მისი შვილობილი კომპანიების, ფილიალების, ლიცენზიარების, პარტნიორების, მიმწოდებლების და ასევე მათი შესაბამისი მეწილეების, თანამდებობის პირების, დირექტორების, აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტების, ალიანსის წევრების, თანამშრომლებისა და წარმომადგენლების მიმართ - არსებული დანაკარგები, გამოწვეული სასამართლო სარჩელებისგან, განხილვებისგან, არბიტრაჟისგან, ვალდებულებებისგან, ზიანისგან, ჰონორარისგან, საურავისგან, სასამართლოს გადაწყვეტილებებისგან, ხარჯებისგან და მოთხოვნებისგან, ადვოკატის ხარჯებისგან, ნებისმიერი მოთხოვნისგან თუ პრეტენზიისგან, რომელიც წარმოდგენილია მესამე პირების მიერ და რაც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან თუ მასალასთან, რომელიც თქვენ წარმოუდგინეთ Setanta Sports-ს, დაკავშირებულია სერვისების გამოყენებასა თუ წვდომასთან თქვენ მიერ, ან თქვენთან აფილირებული პირების, მეწილეების, თანამდებობის პირების, დირექტორების, აგენტების, ლიცენზიარების მიმწოდებლების, კლიენტების, ალიანსის წევრების, პარტნიორების, დამსაქმებლების, თანამშრომლებისა და წარმომადგენლების მიერ (მათ შორის, დამსაქმებლის სახელით მოქმედი პირისა და მესამე პირის მიერ), ასევე თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევისა ან სხვა ნებისმიერი სახის დარღვევის გამო მესამე პირების მიმართ.

10. პასუხისმგებლობა
10.1. თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ყველა ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება Setanta Sports-ზე არსებული თქვენი პაროლის, მომხმარებლის სახელისა და ანგარიშის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ეს ქმედებები თქვენი თუ მესამე პირების მიერ.
10.2. თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგენლობას ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელსაც ტვირთავთ, ასახავთ, აქვეყნებთ ან სხვაგვარად აწვდით Setanta Sports-ის სერვისების მეშვეობით.
10.3. Setanta Sports არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ქმედებებზე ან მესამე პირების კონტენტის, საიტისა თუ სხვა რესურსის ხელმისაწვდომობაზე; ასევე Setanta Sports არ იწონებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამგვარ გვერდებზე განთავსებულ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომ ნებისმიერ კონტენტზე, რეკლამაზე, პროდუქტზე და სხვა მასალებზე. Setanta Sports არ იღებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებლობას არანაირი სახის ფაქტობრივ თუ სავარაუდო ზიანსა თუ მიუღებელ შემოსავალზე, რომლებიც გამოწვეულია ამგვარი გვერდისა თუ მასზე განთავსებული კონტენტის გამოყენებით.
10.4. იმდენად, რამდენადაც ეს კანონითაა გათვალისწინებული, Setanta Sports არ აგებს პასუხს პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი მიყენებული ზიანისთვის (მათ შორის, ბიზნესის, შემოსავლის, მოგების დაკარგვა, ბიზნესის რეპუტაციის შელახვა, ბიზნესის გამოყენების, მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა ეკონომიკური სარგებლის დაკარგვა), რომელიც წარმოიშვა ან უკავშირდება Setanta Sports-ის სერვისებს, მაშინაც კი, თუ ამგვარი ზარალის წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ ცნობილი ან გონივრულად განჭვრეტადი იყო, მიუხედავად იმისა, წარმოიშვა ეს ზიანი ხელშეკრულების დარღვევისა თუ დელიქტის შედეგად (დაუდევრობის ჩათვლით), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ზიანით, რაც გამოწვეულია: (ა) Setanta Sports-ის სერვისების გამოყენებითა ან გამოუყენებლობით; (ბ) მომსახურების შესყიდვის შედეგად განხორციელებული გადახდით, რომელიც წარმოიშობა ინფორმაციის ან მომსახურების ნებისმიერი შესყიდვის ან მიღების შედეგად, ან მიღებული შეტყობინებებით ან გარიგებით, რომელიც დადებულია Setanta Sports-ის სერვისების მეშვეობით ან მისგან გამომდინარე; გ) ნებისმიერი მესამე მხარის განცხადებით ან ქმედებით, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაუწყებლობის ან კონტენტის უნებართვო წვდომით ან შეცვლით, მუქარის ან დანაშაულებრივი ქმედებით და ყალბი ან თაღლითური გარიგებით; (დ) გარდაცვალებითა ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებით.

11. სხვა დებულებები
11.1. წინამდებარე შეთანხმება და ურთიერთობა Setanta Sports-სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით, რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ ინგლისისა და უელსის სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქცია გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებასთან ან სერვისებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში.
11.2. თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მუხლი ბათილია ან აღუსრულებელია, ეს არ იწვევს მთელი შეთანხმების ბათილობას ან არ გამორიცხავს ხელშეკრულების სხვა ნაწილის აღსრულებადობას.
11.3. წინადებარე შეთანხმება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით და ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ წვდომა სერვისებზე და იყენებენ მათ, როგორც წინამდებარე შეთანხმების გამოქვეყნებამდე, ასევე მისი გამოქვეყნების შემდეგ.
11.4. Setanta Sports არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევაზე ან მის არადროულ გაცნობაზე.
11.5. Setanta Sports-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება და შესაბამისად, სერვისების მიწოდება ან/და ვებ-გვერდის ფუნქციონირება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ შეწყვეტის თარიღი, ხოლო სერვისის გადახდილი ღირებულების ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით Setanta Sports მიიღებს გადაწყვეტილებას:

  • გამოუყენებელი სერვისის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ, ან
  • მომხმარებლის მიერ შეძენილი სერვისის სრულად გამოყენების შესახებ, ან
  • შესაბამისი სერვისის ახალი პროდუქტით/საჩუქრით ჩანაცვლების შესახებ.

11.6. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეთა ურთიერთობიდან გამომდინარე და რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებით (მათ შორის, დავები სერვისების ფუნქციონირების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით) უნდა გადაწყდეს კომპეტენტურ სასამართლოში დავის მორიგებით გადაწყვეტის გზით წინარესასამართლო პროცედურის მოთხოვნით.
11.7. მომხმარებლის მიერ Setanta Sports-თან კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@setantasports.com


წესები და პირობები განახლებულია 31.01.2022-ის მდგომარეობით.

დაგეხმარათ სტატია?