კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Keta avatar
Written by Keta
Updated over a week ago

ბოლო განახლება: 31 აგვისტო, 2021 წელი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს ჩვენს მეთოდებსა და პრაქტიკას, მათ შორის, თქვენს არჩევანს, SETANTA სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის, თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების შესახებ.

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას

ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის:

  • უშუალოდ თქვენგან, თქვენი მითითებით ან თანხმობით;

  • ავტომატურად იმ მოწყობილობებიდან, რომლებსაც იყენებთ ჩვენს სერვისებთან დასაკავშირებლად;

  • ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისგან;

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის სახეები

ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის სახეები მოიცავს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

  • დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი და საფოსტო კოდი;

  • მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ ჩვენთან;

  • გამოყენების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა რა კონტენტს ათვალიერებთ, კონტენტის ნახვის დაწყების და დასრულების დრო და სხვა მსგავსი ინფორმაცია;

  • საგადახდო ინფორმაცია;

  • ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ;

  • ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და რა არის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები (მხოლოდ ევროკავშირის მაცხოვრებელთათვის)

ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ხელშეკრულების პირობების შესრულება ან ჩვენი პროდუქტისა ან მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა (მაგალითად, როდესაც იხდით ან რეგისტრირდებით ჩვენი სერვისების გამოსაყენებლად):

    • სერვისებით თქვენი უზრუნველყოფა, რომლის მიღების მიზნითაც დარეგისტრირდით;

    • მოგაწოდოთ ნებისმიერი სხვა მომსახურება ან პროდუქტი, რომელიც თქვენ მოითხოვეთ, ლიცენზია მიიღეთ ან შეიძინეთ;

  • ეს აუცილებელია ჩვენი ბიზნესის წარმართვისთვის და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის, როგორებიცაა:

    • შეკითხვებზე, კითხვებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა დახმარების უზრუნველყოფა;

    • კონტენტის ადაპტაცია, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ საიტის მომხმარებლებს ჩვენს შეტყობინებებში და ჩვენი სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით;

    • ჩვენი ბიზნესის, ჩვენი მომსახურების და სხვა პროდუქტებისა თუ მომსახურების, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ (მათ შორის, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით) მართვა, შეფასება და გაუმჯობესება,;

    • მარკეტინგული კვლევის ჩატარება;

    • ჩვენი კომუნიკაციებისა და სტრატეგიების (მათ შორის, ელ.ფოსტის მიღების და წაკითხვის განსაზღვრის ჩათვლით) გაანალიზება და გაუმჯობესება;

    • მონაცემების შემდგომი ანალიზისათვის საერთო და ანონიმური მონაცემების შექმნა;

  • თუ თქვენ გვაძლევთ თანხმობას ან ეთანხმებით თქვენს არჩევანს:

    • შემოგთავაზოთ პროდუქტი და მომსახურება, რომლებიც, ჩვენი აზრით, მომხმარებლებს დააინტერესებთ.

    • სარეკლამო აქციების, გათამაშებებისა და სხვა კონკურსების შემოთავაზება და ჩატარება.

  • სამართლებრივი მიზეზებით:

    • ჩვენი სახელშეკრულებო უფლებების დაცვა;

    • თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური პრობლემების და პირატული პროგრამული უზრუნველყოფის გამოვლენა, თავიდან აცილება ან სხვაგვარად გამოსწორება;

    • სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება;

ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ანონიმურად ვაქცევთ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, რათა ეს ინფორმაცია აღარ იყოს იდენტიფიცირებადი ან თქვენთან დაკავშირებული. აღნიშნულ ერთობლივ და ანონიმურ ინფორმაციას ვიყენებთ ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს მიზნებისათვის.

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია და მათი გამოყენების გზები (ევროკავშირის მაცხოვრებლების გარდა)

  • პირადი და ონლაინ იდენტიფიკატორები (როგორიცაა სახელი და გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის სახელები ან უნიკალური ონლაინ იდენტიფიკატორები) ან მსგავსი ინფორმაცია):

    • მომსახურების გაწევა და გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

    • მომხმარებალთა მომსახურების სერვისი;

    • მარკეტინგი და მიზნობრივი რეკლამა;

    • უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: პარტნიორები კლიენტთა მომსახურების სფეროში; კონტენტის პროვაიდერები; სარეკლამო ქსელები;

  • ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია (როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიშის ინფორმაცია, Paypal ანგარიშის ინფორმაცია):

    • მომსახურების გაწევა;

    • თქვენთვის გამოწერის სერვისისა და კონტენტის მოყიდვა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: გადახდის ოპერატორები; თაღლითობისა და კიბერუსაფრთხოების კომპანიები; SETANTA;

  • მომხმარებლის პროფილის ინფორმაცია (როგორიცაა ასაკობრივი დიაპაზონი და დემოგრაფიული მონაცემები):

    • მომსახურების გაწევა და გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

    • პირდაპირი მარკეტინგი;

    • მიზნობრივი რეკლამა;

    • ანალიტიკა;

    • კვლევა და განვითარება;

    • უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: ანალიტიკური მომსახურება; სარეკლამო ქსელები; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; კონტენტის პროვაიდერები;

  • ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ:

    • მომსახურების გაწევა და გაუმჯობესება;

    • მომხმარებელთა მომსახურების სერვისი;

    • ანალიტიკა;

    • კვლევები და ახალი პროდუქტის შექმნა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA; ანალიტიკური მომსახურება; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; კონტენტის პროვაიდერები;

  • თქვენთან ურთიერთობა (მაგალითად, მომხმარებელთა მომსახურების სერვისის შეტყობინებები, ელ.ფოსტის შეტყობინებები, შეტყობინებები სოციალურ მედიაში):

    • მომსახურების გაწევა და გაუმჯობესება;

    • მომხმარებელთა მომსახურების სერვისი;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA; ანალიტიკური მომსახურება; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; პარტნიორები კლიენტთა მომსახურების სფეროში; კონტენტის პროვაიდერები;

  • ინფორმაცია ონლაინ აქტივობების შესახებ (როგორიცაა დათვალიერების ისტორია, ძიების ისტორია, ვებ-გვერდთან ურთიერთქმედება, ელ.ფოსტა, აპლიკაცია ან რეკლამა):

    • მომსახურების გაწევა და გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

    • პირდაპირი მარკეტინგი;

    • მიზნობრივი რეკლამა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; ანალიტიკური მომსახურება; სარეკლამო ქსელები;

  • არაზუსტი ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ (მაგალითად, საფოსტო კოდი ან ქალაქის კოდი, რეგიონი, ქვეყანა):

    • სერვისების მოწოდება და მათი გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

    • თაღლითობა და კიბერუსაფრთხოება;

    • პირდაპირი მარკეტინგი;

    • მიზნობრივი რეკლამა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA-ს აფილირებული პირები; სარეკლამო ქსელები; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; კონტენტის პროვაიდერები;

  • ზუსტი ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ (მაგალითად, სახლის მისამართი ან GPS-ის მონაცემები):

    • სერვისების მოწოდება და მათი გაუმჯობესება;

    • მიზნობრივი რეკლამა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA-ს აფილირებული პირები; სარეკლამო ქსელები; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები;

  • თქვენი პროგნოზირებადი მახასიათებლებისა და პრეფერენციების საფუძველზე იმღებული დასკვნები:

    • სერვისების მოწოდება და მათი გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

    • პირდაპირი მარკეტინგი;

    • მიზნობრივი რეკლამა;

    • ანალიტიკა;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA; სარეკლამო ქსელები; კონტენტის პროვაიდერები; ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; ანალიტიკური კომპანიები;

  • სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ პირად ინფორმაციასთან:

    • სერვისების მოწოდება და მათი გაუმჯობესება;

    • სერვისების პერსონალიზაცია;

      • ვის შეიძლება გადაეცეს: SETANTA; კონტენტის პროვაიდერები; სარეკლამო ქსელები; მარკეტინგული სპონსორები;

ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია თქვენს შესახებ:

  • საჭიროებიდან გამომდინარე, თუ კი ვთვლით, რომ ირღვევა წესები და პირობები ან მესამე მხარის უფლებები, ან

  • შევასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნები.

ჩვენ ვაერთიანებთ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას იმ ინფორმაციასთან, რომელსაც თქვენ გვაწვდით და ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ. ჩვენ ვიყენებთ ამ კომბინირებულ ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის.

ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ანონიმურად ვაქცევთ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, რათა ეს ინფორმაცია აღარ იყოს იდენტიფიცირებადი ან თქვენთან დაკავშირებული. ჩვენ ვიყენებთ ასეთ ერთობლივ და ანონიმურ ინფორმაციას ჩვენი ლეგიტიმური მიზნებისათვის.

ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენგან ზოგადი ადგილმდებარეობის ინფორმაცია ან უფრო კონკრეტული ადგილმდებარეობის ინფორმაცია. ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ქვეყანა ან საფოსტო კოდი, გამოიყენება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, იმის დასადგენად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, რათა ჩვენ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა უფლება, რომ კანონმდებლობის შესაბამისად გაჩვენოთ გარკვეული კონტენტი. ის ასევე გვეხმარება სერვისების პერსონალიზაციაში, რათა ჩვენ გაჩვენოთ შესაბამისი, თქვენზე მორგებული კონტენტი, მათ შორის, რეკლამები.

შეზღუდულ შემთხვევებში, ჩვენ ვიყენებთ უფრო კონკრეტული მდებარეობის ინფორმაციას, რათა გაჩვენოთ რეკლამები, რომლებიც პერსონალიზებულია თქვენზე და თქვენს ინტერესებზე დაყრდნობით. მაგალითად, თუ კი თქვენ ესწრებით ერთ-ერთი ჩვენი კონტენტის მომწოდებლის ღონისძიებას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მასთან დაკავშირებული მეტად კონკრეტული ინფორმაცია ადგილდმებარეობის შესახებ, რომელიც მოწოდებულია თქვენ მიერ ან სხვა ინფორმაციის მომწოდებლების მიერ, რათა შევძლოთ კონტენტისა და რეკლამის ადაპტირება თქვენი დასწრებიდან გამომდინარე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ სერვისებზე იმ კონტენტის მომწოდებლების სახელით ან უფლებების შესაბამისად, რომელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მონაცემთა შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ მიერ გამოყენებულ კონკრეტულ აპლიკაციასთან და შინაარსთან დაკავშირებით. გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას იმ კონკრეტული პროგრამისთვის, რომელსაც თქვენ იყენებთ, რათა დადგინდეს, შეუძლიათ თუ არა და როგორ შეუძლიათ კონტენტის პროვაიდერებს შეაგროვონ ან გამოიყენონ ადგილმდებარეობის მონაცემები.

ბევრი პროგრამა და მობილური ოპერაციული სისტემა საშუალებას გაძლევთ, შეზღუდოთ მობილური მოწყობილობებიდან ადგილმდებარეობის მონაცემების შეგროვება. გთხოვთ, იხილოთ თქვენი აპის და ტელეფონის პარამეტრები დამატებითი ინფორმაციისთვის.

ქუქი-ფაილები და რეკლამა

ჩვენ, ჩვენი აფილირებული პირები, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლები და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ ავტომატური საშუალებებით, როგორიცაა ქუქი - ფაილები, ვებ შუქურები, პიქსელები და სხვა ტექნოლოგიები.

ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეგროვდეს ავტომატური საშუალებებით, მოიცავს:

  • URL-მისამართები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლები გადადიან ჩვენს სერვისებზე;

  • ძიების შედეგები, რომლებიც გამოიყენება ჩვენს სერვისებზე წვდომისათვის;

  • დეტალური ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე წვდომისათვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ (მაგალითად, IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ოპერაციული სისტემის ინფორმაცია);

  • დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ჩვენს სერვისებთან (მაგალითად, ვიზიტების თარიღი, დრო, სიხშირე და ხანგრძლივობა, ასევე ვიზიტების დროს წვდომის კონკრეტული გვერდები)

ვებ ბრაუზერებს შეუძლიათ ჩვენი სერვისების მომხმარებლებს შესთავაზონ გარკვეული სახის ქუქი-ფაილების მიღების გამორთვა; თუმცა, თუ ქუქი-ფაილები გამორთულია, ჩვენი ზოგიერთი ფუნქცია ან სერვისების ფუნქციონირება შეიძლება არ მუშაობდეს სწორად. სერვისების მხარდასაჭერად და გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გაჩვენოთ რეკლამა და ასევე მივცეთ უფლება მესამე პირებს გაჩვენონ რეკლამა სერვისების საშუალებით. ეს რეკლამები ზოგჯერ მიზნობრივია და მიმართულია კონკრეტული მომხმარებლების მიმართ და შეიძლება მოწოდებულ იქნას მესამე პირების კომპანიებისგან, რასაც ეწოდება "სარეკლამო ქსელები". სარეკლამო ქსელები მოიცავს მესამე პირების სარეკლამო სერვერებს, სარეკლამო სააგენტოებს, სარეკლამო ტექნოლოგიების მომწოდებლებსა და კვლევით ფირმებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ამ სარეკლამო ქსელების და სხვა მხარეების კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე, თუმცა, თქვენ გაქვთ არჩევანი ამ მეთოდებთან დაკავშირებით, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ. სერვისების საშუალებით გადაცემული რეკლამები შეიძლება მიზანმიმართული იყოს იმ მომხმარებლებზე, რომლებიც შეესაბამებიან განსაზღვრული ზოგადი პროფილის კატეგორიას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ან თქვენ მიერ გამოყენებული სერვისების მოდელის საფუძველზე. ჩვენ ცალკე არ ვუზიარებთ პირად ინფორმაციას სარეკლამო ქსელებს, გარდა იმ ქუქი -ჩანაწერების მონაცემებისა, რომლებიც მათ შეუძლიათ შეაგროვონ სერვისებთან დაკავშირებით.

ზოგიერთი სარეკლამო ქსელი და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას ჩვენს სერვისებზე თქვენი ქმედებების შესახებ, შესაძლებელია იყვნენ ისეთი ორგანიზაციებისა ან პროგრამების წევრები, რომლებიც გაძლევენ არჩევნის საშუალებას ინტერნეტში თქვენი ქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით მიზნონბრივი რეკლამის მიზნებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ იყენებს SETANTA ქუქი-ფაილებს, დააჭირეთ აქ.

როგორ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

ჩვენ გადავცემთ შეგროვებულ ინფორმაციას:

  • SETANTA-ს კომპანიებს;

  • ბიზნეს პარტნიორებს;

  • SETANTს კლიენტებს;

  • მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ჩვენი სახელით ან ვისთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მათ შორის:

    • მომსახურებისა და მომხმარებელთა დახმარების პროვაიდერები;

    • პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვქმნით ან ვთავაზობთ პროდუქტს ან მომსახურებას;

    • სარეკლამო პარტნიორები;

    • გამოკითხვებისა და მარკეტინგული ბაზრის კვლევის პროვაიდერები;

    • ანალიტიკური ორგანიზაციები;

    • ტექნოლოგიის მომწოდებლები (მათ შორის ტექნიკური მხარდაჭერა, ელ.ფოსტის და ვებ ჰოსტინგის სერვისის მომწოდებლები, ელ.ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების სერვისის მომწოდებლები და მობილური პროგრამების შემქმნელები);

    • მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ჩვენი სახელით, მათ შორის, გვეხმარებიან ჩვენი ბიზნეს-საქმიანობისა და სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებაში, ასევე პროფესიონალურ მომსახურებებს, როგორიცაა იურიდიული მრჩევლების, ბუღალტრებისა და კონსულტანტების მომსახურება;

    • სხვა მხარეები თქვენი თანხმობითა და თქვენი მითითებით;

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია სამართლებრივი ან ნორმატიული ვალდებულებების შესასრულებლად, SETANTA-ს უფლებების ან ქონების დასაცავად, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისების, კლიენტებისა ან საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად, ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისგან თავის ასარიდებლად.

თუ ეს არ არის აკრძალული კანონმდებლობით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გადავცეთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან ინახება, ჩვენი ბიზნესისა ან აქტივების მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში. თუ ჩვენ ჩართულები ვიქნებით აღნიშნული გაყიდვისა ან გადაცემის პროცესებში, ჩვენ შევეცდებით, გამოვიყენოთ ყცელა ძალისხმევა, რათა დავითანხმოთ მიმღები გამოიყენოს თქვენი პირადი ინფორმაცია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ასეთი გაყიდვის ან გადაცემის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიმღებს ნებისმიერი შეკითხვით თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით.

სოციალური მედია

როდესაც თქვენ ირჩევთ, რომ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის საშუალებით გააზიაროთ ინფორმაცია ჩვენს სერვისებზე თქვენი ქმედებების შესახებ, მათ შორის, კონტენტის, რომელსაც უყურებთ ან მოგწონთ SETANTA პლატფორმაზე ან ჩვენი სერვისების სხვა ასპექტზე, ინფორმაცია თქვენს შესახებ და თქვენი ქმედებები გადაეცემა ამ სოციალურ ქსელს. ეს მოიცავს, როდესაც იყენებთ სოციალურ ქსელში შესვლას (როგორიცაა Facebook შესვლა) ან როდესაც თქვენ უკავშირებთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებს თქვენს SETANTA-ს ანგარიშს ნებისმიერი სერვისისთვის. ჩვენ ასევე მივიღებთ ინფორმაციას, რომელსაც სოციალური ქსელი ჩვეულებრივ აწვდის თავის პარტნიორებს თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის დაკავშირებისას. დაიმახსოვრეთ, რომ რასაც თქვენ განათავსებთ სოციალურ ქსელში, შესაძლებელია ყველამ გამოიყენოს და სწორედ ამიტომ დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშების კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ასევე მათი პარამეტრები, პროვაიდერის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

არასრულწლოვნები

ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისგან. თუ შევიტყობთ, რომ ჩვენ შევაგროვეთ 18 წლამდე ასაკის პირის პირადი ინფორმაცია, ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნული ინფორმაციის წაშლას.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვაზე უარის თქმა

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ.

თუმცა, ჩვენ ზოგჯერ გადავცემთ თქვენს მონაცემებს კონტენტის პროვაიდერებს, მომსახურების მომწოდებლებსა და მესამე მხარის სარეკლამო ქსელებს. ეს გაცვლა, რომელიც გამოიყენება მომსახურების გარკვეული ასპექტების უზრუნველსაყოფად და/ან თქვენთვის პერსონალიზირებული სერვისების (რეკლამის ჩათვლით) უფრო ეფექტურად მიწოდების მიზნით, შეიძლება ჩაითვალოს გაყიდვად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგიერთი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვაზე:

  • ვებ-გვერდზე ღილაკის დაჭერით „არ გაყიდოთ ჩემი პერსონალური ინფორმაცია“, რომელზეც განთავსებულია კონტენტი;

  • ფუნქციის ჩართვით „არ გაყიდოთ ჩემი პერსონალური ინფორმაცია“ მომხმარებლის პარამეტრებში; ან

  • დარეკვით ნომერზე __________________.

შენიშვნა: ზემოთ ხსენებული ყველა პარამეტრი არ არის ხელმისაწვდომი პლატფორმის ყველა ვერსიაში. თუ კი თქვენ ვერ პოულობთ პერსონალური ინფორმაციის გაყიდვაზე უარის თქმის გზას, დაგვიკავშრდით შემდეგ მისამართზე [email protected]

პარამეტრების გამოყენებისას, თქვენ შემოგთავაზებთ ჩვენთვის გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას, რათა გამოიყენოთ ვარიანტი „არ გაყიდოთ“, რომ შევძლოთ თქვენი პიროვნების დადასტურება და ჩვენთან თქვენი მონაცემების მოძიება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენმა უარის გადაწყვეტილებამ, პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე, შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენთვის გაწეულ მომსახურებაზე, თუ ასეთი გაცვლა არის სერვისის განუყოფელი ნაწილი.

თქვენი უფლებები და არჩევანი

თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები და შესაძლებლობები SETANTA–ს მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა პირადი ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რათა გარანტია გვქონდეს, რომ გადავცემთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას იმ პირებს, რომელთაც ის ეხება და მხოლოდ აღნიშნულ პირებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს ვაძლევთ უფლებას, გამოიყენონ უფლებები აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ აღნიშნული უფლებების გამოყენება ექვემდებარება გარკვეულ გამონაკლისს საზოგადოებრივი ინტერესებისა (მაგალითად, დანაშაულის პრევენცია ან გამოძიება) და ჩვენი ინტერესების დასაცავად (მაგალითად, სამართლებრივი პრივილეგიების დაცვა). ჩვენ ვცდილობთ შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა, რაც შეიძლება მალე და ყველა მოქმედი კანონის შესაბამისად.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეცვალოთ ან განაახლოთ მოძველებული ან არაზუსტი პირადი ინფორმაცია, რომელიც ინახება ჩვენთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენთან არსებული პერსონალური ინფორმაციის წაშლა თქვენ შესახებ.

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ იმ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მითითებულია ქვემოთ განყოფილებაში „დაგვიკავშირდით“, თუ გსურთ რომელიმე ამ უფლებით სარგებლობა ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა. თუ კი არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა, ჩვენ შეგატყობინებთ, თუ უარს გეტყვით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და შეგატყობინებთ იმ მიზეზებს, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა. რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ევროკავშირში, სადაც ჩვენ ვერ ვახერხებთ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან საჩივრის განხილვას, თქვენ გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელს ევროპის ქვეყანაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით. მონაცემთა დაცვის მარეგულირებელთა სია და მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

მარკეტინგი

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ SETANTA–სგან მარკეტინგული ან სხვა კომერციული წერილების მიღებაზე, ელ.ფოსტის ინსტრუქციის შესაბამისად. თუმცა, მაშინაც კი, თუ თქვენ უარს იტყვით ამგვარი შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოგიგზავნოთ არამარკეტინგული სახის შეტყობინებები (მაგალითად, ინფორმაცია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან წესებსა და პირობებში ცვლილებების შესახებ).

ბმულები სხვა ვებ-გვერდებსა და მესამე მხარის კონტენტზე

ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე, სერვისებსა და პროგრამებზე, რომლებიც არ იმართება ან კონტროლდება SETANTA- ს მიერ ("მესამე მხარის სერვისები"). წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის სერვისებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ წვდომა გაგიმარტივოთ მხოლოდ იმ მესამე მხარის სერვისებზე, რომლებიც იზიარებენ თქვენს კონფიდენციალურობას, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას აღნიშნული მესამე მხარეების სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან ქმედებებზე. ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ და გაეცნოთ ნებისმიერი მესამე მხარის სერვისის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდით მათ ან გადასცემთ მათი მეშვეობით. თქვენ მიერ რომელიმე ამგვარი სერვისის გამოყენება რეგულირდება მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

ჩვენ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას სხვა ქვეყნაში, მიღმა იმ ქვეყნისა, რომელშიც თქვენ თავდაპირველად იმყოფებოდით ინფორმაციის მიწოდებისას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისათვის. ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას, შეიძლება არ ჰქონდეს მონაცემთა დაცვის იგივე სტანდარტი და კანონმდებლობა, როგორც ქვეყანას, რომელშიც თქვენ თავდაპირველად გადაეცით ინფორმაცია.

ჩვენ გადავცემთ პირად ინფორმაციას ევროპის ეკონომიკური ზონიდან („EEA“) იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკომისიის აზრით, უზრუნველყოფენ პერსონალური ინფორმაციის ადექვატურ დაცვას, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის გადასაცემად უსაფრთხოების დამატებითი ზომები აღარ არის საჭირო. თუ ჩვენ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას სხვა ქვეყნებში, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები შეასრულებს სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს, ან გადაცემა მოხდება თქვენი თანხმობით, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც კანონი გვაძლევს უფლებას გადავცეთ პერსონალური ინფორმაცია ასეთი ფორმალობების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ იმ კონკრეტული დაცვის ზომის შესახებ, რომელიც ეხება თქვენი პირადი ინფორმაციის ექსპორტს.

უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ადმინისტრაციულ, ლოგიკურ, ფიზიკურ და მმართველობით ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვის, ქურდობისა და უნებართვო წვდომის, გამოყენებისა და შეცვლისგან. აღნიშნული ზომები შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების რისკების შესაბამისი უსაფრთხოების დონე.

მონაცემთა შენახვა

ჩვენ მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბიზნეს-მოთხოვნილებებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე. ჩვენ ვინახავთ პირად ინფორმაციას იმ ვადით, შენახვის რა ვადაც აუცილებელია დამუშავების მიზნებისთვის, რისთვისაც მონაცემები შეგროვდა, ასევე ნებისმიერი სხვა დასაშვები დაკავშირებული მიზნისთვის. როდესაც აღარ არსებობს ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაციის შენახვის საჭიროება, ჩვენ მას ან ანონიმურს ვხდით (ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ანონიმური ინფორმაციის შენახვა და გამოყენება) ან უსაფრთხოდ ვანადგურებთ მას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ჩვენი შეხედულებისამებრ, გადავხედოთ ან განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება აღნიშნულ გვერდზე და გვერდის თავში მიეთითება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო ცვლილების თარიღი. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიმდინარე და მოქმედ ვერსიას ნებისმიერ დროს ამ გვერდის მონახულებით. ჩვენ ასევე შეგატყობინებთ ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ მოკლე შეტყობინების, ელ.ფოსტის ან სხვა გონივრული საშუალებების მეშვეობით.

დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მოთხოვნა ან პრეტენზია აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე [email protected]

მხოლოდ ევროკავშირში მცხოვრებთათვის:

ჩვენი მონაცემთა დაცვის ოფიცრის დეტალები ევროკავშირში: მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელთა სია და მათი საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ლიეტუვის რესპუბლიკა

მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორატი: https://vdai.lrv.lt/en/

  • ლატვიის რესპუბლიკა

ლატვიის რესპუბლიკის Saeima: https://www.saeima.lv/en

  • ესტონეთის რესპუბლიკა

მონაცემთა დაცვის ინსპექტორატი: https://www.aki.ee/en


Did this answer your question?